თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/48
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 30/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110531013, 03/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 18/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016090
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10/48
30/05/2011
ვებგვერდი, 110531013, 03/06/2011
010260020.35.111.016090
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/06/2011 - 29/06/2011)

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/48

2011 წლის 30 მაისი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2005  წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის –  ფოთის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, თანახმად დანართი 1-სა.

    მუხლი 2

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის და ანგარიშგების წესი თანახმად დანართი 2-სა.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის 2008 წლის 8 მაისის №356 ბრძანება ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნიმუშის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრციხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ’’.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ი. საღინაძე

დანართი №1

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი №

 

თვითმმართველი ქალაქი ფოთი                               2011  წლის ------   ------

 

თვითმმართველი ქალაქის ფოთის –  მერიის

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის  

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

                        (თანამდებობა, სახელი და  გვარი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის -------------   მუხლების

დაცვით შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის შესახებ, რომ დღეს, 2011  წლის --------------------

---------------------  ----------------------------------------------------------------------------------------

   (თვე, რიცხვი)                                 (ობიექტის მისამართი)

 

მისამართზე მდებარე  -----------------------------------------------------------------------------------

                                                               (ობიექტის დასახელება)

 

 სამართალდამრღვევი პრი, მოქალაქე  --------------------------------------------------------------

                                                              (სახელი და გვარი)

 

      2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსის ----------  მუხლის --------------- ნაწილით.

      3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის -------------------- --- მუხლით

გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:

მუხლი ----------    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოიწვევს დაჯარიმებას -------------------------------------------------------------------------------

 

    4. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის,

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                             (სახელი და  გვარი)

ახსნა-განმარტება:  -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    5. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, მოქალაქე  ----------------------------------------

                                                                                                             (სახელი და გვარი)

განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობები.

   6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წინამდებარე ოქმის სისწორეს

   ვადასტურებთ ხელმოწერით:

ოქმი შევადგინე      -------------------------------------------------------------------------------------

ოქმს გავეცანი        -------------------------------------------------------------------------------------

მოწმეები (თუ არიან) ------------------------------------------------------------------------------------

   7. მე  -----------------------------------------------------------------------------------------------------

                                      (დამრღვევის სახელი და გვარი)

   

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის შესახებ მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის, ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით --------

შენიშვნა:  -----------------------------------------------

          -----------------------------------------------

      

          -----------------------------------------------

                                                                           დანართი №2

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი

    მუხლი 1

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ” საქართველოს კანონისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანების საფუძველზე.

2. აღნიშნული წესის მიზანია თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.

    მუხლი 2

1. პოლიგრაფიული საწარმო თვითმმართველ ქალაქ ფოთთან (ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სტამბური წესით ბეჭდას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების უფლება აქვს საამისოდ აღჭურვილ პირს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს ოქმის ფორმებს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში.

    მუხლი 3

    თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი მთავარი სპეციალისტი ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შედგენას, აღრიცხვა-ანგარიშგებას.

    მუხლი 4

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.

    მუხლი 5

მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ საქართველოს კანონისა და მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.