დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52/1999 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42(49), 02/09/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.00(8).003.000802 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/09/1999 - 24/01/2000)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.802
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №52/1999
1999 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (შემდგომში – კომისია) საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გაცემა მოხდეს კანცელარიაში 10 საათიდან 18 საათამდე, გარდა კვირადღისა (შესვენება – 13 საათიდან 15 საათამდე).
2. კანცელარიამ შემოსული მასალები რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის განყოფილებებს შესასრულებლად.
3. კომისიიდან ყოველგვარი ინფორმაცია, სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ გასცეს 3 დღის ვადაში. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული მატარებლის სახით. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაიცეს კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებაში მომზადების შემდეგ.
4. დაევალოს კომისიის განყოფილებებს, საჭირო ინფორმაცია გადასცენ პრესის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას მოთხოვნიდან შესაძლო ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა. ამ ვადის გაგრძელება დაიშვება კომისიის ხელმძღვანელობის თანხმობით, მაგრამ არა უმეტეს 1 თვისა.
5. აიკრძალოს კომისიაში შემოსულ ყველა სახის დოკუმენტის დედნისა და ასლის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ნება დაერთოთ კომისიის წევრებს, გაეცნონ კომისიაში არსებული დოკუმენტების დედნებს შესაბამის განყოფილებაში, ამ განყოფილების უშუალო პასუხისმგებლობით.
თავმჯდომარის მოადგილე გ. ზესაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები