დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 10/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.034.006980 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2005 - 23/02/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.034.006.980
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №2
2005 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “ა”ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის “ა”, “ე” და “ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა თანდართული ნუსხა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ”.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა.
4. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირთა ნუსხა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
11 სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;
12 სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
13 სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;
14 სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
15 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
16 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
17 სამინისტროს სამმართველოს უფროსი;
18 სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
19 სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
110 სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე
111 სამინისტროს სამსახურის უფროსი;
112 სამინისტროს სამსახურის უფროსის მოადგილე;
113 სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;
114 სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;
115 სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი (მათ შორის სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების სამმართველოს უფროსები);
116 სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
117 სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;
118 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
119 სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
120 სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი (სამხედრო, სპეციალური) წოდების, უფროს ოფიცერთა (უფროს მეთაურთა) შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო და სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, მისი მოადგილის, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და მისი მოადგილის სამსახურებრივი მივლინების გაფორმება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების (საკურატორო სფეროების მიხედვით) მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:
41 სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
42 სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების სამმართველოს უფროსის მოადგილე;
43 სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების სამმართველოს სამსახურის უფროსი;
44 სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
45 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
46 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;
47 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
48 სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი;
49 სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
410 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი
411 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
412 სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
413 სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
414 სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;
415 სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული განყოფილებების უფროსების მოადგილეების გარდა);
416 სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
417 სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
418 სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსი;
419 სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
420 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;
421 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
422 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
423 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
424 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;
425 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
426 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;
427 სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
428 სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
429 სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
430 სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა);
431 სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა);
432 სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა);
433 სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა);
434 სამინისტროს თანამშრომელი (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა);
435 სამინისტროს უმცროსი თანამშრომელი (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა);
436 სამინისტროს დამხმარე მოსამსახურე (სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გარდა).
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რიგითი, ეფრეიტორის, კაპრალის, სერჟანტის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, რიგითი, ეფრეიტორის, კაპრალის, სერჟანტის მორიგი სამხედრო, აგრეთვე, რიგითი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების მიერ, საკურატორო სფეროების მიხედვით (ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა).
6. სამინისტროს ყველა მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების გაფორმება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ საკურატორო სფეროების მიხედვით (ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა).
შენიშვნა: სამინისტროს ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ყველა მოსამსახურეს (ნუსხის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და სამსახურებრივ მივლინებას უფორმებს, ამასთან ადმინისტრაციაში, გენერალურ ინსპექციასა და ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში რიგითს, ეფრეიტორს, კაპრალს, სერჟანტს სამხედრო სამსახურში რიცხავს, ხოლო რიგითის, ეფრეიტორის, კაპრალის, სერჟანტის და მორიგ სამხედრო, აგრეთვე, რიგით სპეციალურ წოდებას ანიჭებს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე.
7. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურებრივი მივლინების გაფორმება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ.
8. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, და სამსახურებრივი მივლინების გაფორმება ხდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
9. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსების მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:
91 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი (მათ შორის სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული განყოფილების უფროსები);
92 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
93 მთავარი სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსი;
94 მთავარი სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
95 მთავარი სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
96 მთავარი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი;
97 მთავარი სამმართველოს თანამშრომელი;
98 მთავარი სამმართველოს უმცროსი თანამშრომელი;
99 მთავარი სამმართველოს დამხმარე მოსამსახურე.
10. ნუსხის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის რიგითი, ეფრეიტორის, კაპრალისა და სერჟანტის მორიგი სამხედრო, აგრეთვე, რიგითი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსების მიერ.
11. ნუსხის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი მივლინების გაფორმება ხდება სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსების მიერ.
12. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გასაკუთრებულ დავალებათა რაზმების ყველა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და სამსახურებრივ მივლინებას უფორმებს, ამასთან სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გასაკუთრებულ დავალებათა რაზმების რიგითს სამსახურში რიცხავს და რიგით სპეციალურ წოდებას ანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები