საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000218
  • Word
45
17/04/2000
ვებგვერდი
000000090.01(2).004.000218
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.219

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბრძანება №45

2000 წლის 17აპრილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდინტის 1998 წლის 28 მაისის № 355 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 სექტემბრის №532 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, აგრეთვე ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების აღრიცხვისა და გამოყენების მიზნით ვბრძანებ:

„ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თანახმად დანართისა)

მინისტრი                   დ. ონოფრიშვილი

ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის წესი

ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე აღნიშნულია ლათინური ანბანის ორი ასო–ნიშანი და ექვსციფრიანი რიგითი ნომერი. პირველი ლათინური ანბანის ასო–ნიშანი აღნიშნავს ლუდის ტარის მოცულოლობას, ხოლო მეორე ასო–ნიშანი იცვლება რიგითი ნომრის შევსების შესაბამისად.

ლუდის ტარის მოცულობის აღნიშვნისათვის გამოიყენება შემდეგი ლათინური ასო–ნიშნები:

51   გრამიდან       250      გრამის ჩათვლით      -A,G

251 გრამიდან       330      გრამის ჩათვლით      -B,T,U,V.

331 გრამიდან       500      გრამის ჩათვლით      -C,I,J,K,L,M,N,O,P,Q,R,S.

501 გრამიდან       1000    გრამის ჩათვლით      -D,W.

1001გრამიდან      1500    გრამის ჩათვლით      - E,X.

1501გრამიდან      2250    გრამის ჩათვლით      -F,Y.

2251გრამიდან      10000  გრამის ჩათვლით      -H,Z.“