დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №44/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 03/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.00(8).004.000171 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/04/2000 - 05/02/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.171
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №57/2000
2000 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №44/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №44/1999 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „სრულ“ შეიცვალოს სიტყვით „სიითი“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სხდომაზე განკარგულება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხოლო საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კეჭისყრით“;
გ) მე-5 პუნქტში სიტყვა „დადგენილებით“ შეიცვალოს სიტყვით „განკარგულებით“.
2. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნულ წევრთა წარდგიებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 9 წევრზე ნაკლებია.
4. კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავჯდომარის წარდგინებით ირჩევს კომისიის მდივანს. არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 9 წევრზე ნაკლებია.“.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ან დანიშნული პირის უფლებამოსილების ჩამორთმევა ხდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის შედეგად პირი თანამდებობიდან გადაყენებულად არ ჩაითვლება, დაუშვებელია განმეორებითი კენჭისყრა.“.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები