სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე

  • Word
სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110531006, 03/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
33
27/05/2011
ვებგვერდი, 110531006, 03/06/2011
010250020.35.108.016053
სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/06/2011 - 01/07/2011)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წლის 27 მაისი

ქ. სენაკი

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის 192 მუხლისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულების შესაბამისად

  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი დანართი №1-ის შესაბამისად .

2. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა დანართი №2-ის შესაბამისად .

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის დადგენის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილება .

5. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების შესახებ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე: ბ. ნარმანია

დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი

1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ბალანსმფობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამის დასკვნის საფუძველზე.

2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამის დასკვნის საფუძველზე.

 3. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხიმგებლობის და სააქციო საზოგადოებების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი ფასი პრივატიზებისას არ უნდა იყოს რეგისტრირებულ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები.

 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას თუ არ მოხდა გამოტანილი ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ამ ფასად ქონების პრივატიზება არ მოხდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.

დანართი № 2

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა

 მუხლი 1.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:

ა) უძრავ (გარდა მიწისა) და მოძრავ ქონებაზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით.