დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110531003, 03/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016050 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/06/2011 - 26/10/2012)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 27 მაისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „ ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №3 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე: ბ. ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობათა სარგოები (ლარებში) | |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 | |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 | |
| 3 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 | |
| 4 | აპარატის უფროსი | 700 | |
| 5 | სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი (განყოფილების უფროსი) | 450 | |
| უმცროსი საჯარო თანამდებობა | |||
| 6 | მთავარი სპეციალისტი | 420 | |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი | 380 | |
| 8 | სპეციალისტი | 320 | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები