დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 03/01/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 04/01/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000410.01(2).004.000024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2000 - 14/06/2000)
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 410.012.004.024
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1
2000 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების შემდეგი მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით);
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების შემდეგი მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსები.
3. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ახორციელებს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელეების (ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან შეთანხმებით;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას, თანამდებობრივ გადაადგილებას.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები