„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110531001, 31/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016017
  • Word
130
27/05/2011
ვებგვერდი, 110531001, 31/05/2011
010320040.22.030.016017
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 130

2011 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის 100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებით (სსმ, 23.05.2008, №75, მუხ.815) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე.

2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.

3. დებულება ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეზე კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანი

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:

ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას კანონით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით;

ბ) უზრუნველყოფს ტესტური და წერითი ნამუშევრების გასწორებას;

გ) აფიქსირებს გამოსაცდელის მხრიდან წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს კანდიდატის ან მოხელის გამოცდიდან მოხსნის შესახებ;

დ) ადასტურებს ტესტის პასუხებისა და წერითი ნამუშევრების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წარუდგენს მას საპრეტენზიო კომისიას;

ე) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას დასაკავებელი ან დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ვ) წარუდგენს საგარეო საქმეთა მინისტრს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;

ზ) წარუდგენს საგარეო საქმეთა მინისტრს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს.“;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა.“;

დ) მე-11 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის„გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ  იქნეს;

დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ იგი დაუბრუნდება კანდიდატს.“;

ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები;“;

ვ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უნდა დარჩეს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში;

ზ) ამორიცხულ უნდა იქნეს დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან.“;

ზ) 37-ე მუხლს 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს 23  პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„23. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას იღებს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერითი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება.“;

თ) 38-ე მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ უცხო ენაში, წერითი გამოცდის პირველ ეტაპზე მოაგროვებს 90 ან მეტ ქულას, მეორე და მესამე ეტაპზე დადებითი შეფასების მიღებად ჩაითვლება 50 და მეტი ქულა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უცხო ენათა ნუსხას სამინისტროში შესაბამისი უცხო ენების სპეციალისტთა ნაკლებობისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში ამ უცხო ენების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.“;

ი) ამოღებულ იქნეს VIII თავი (მოხელეთა რეზერვი).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ვაშაძე