არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ

  • Word
არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22/1999
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/08/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42(49), 02/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000010.00(8).003.000793
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22/1999
04/08/1999
სსმ, 42(49), 02/09/1999
000000010.00(8).003.000793
არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/1999 - 03/10/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                   010.008.003.793

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/1999

1999 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმების წესის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

ბათილად იქნეს ცნობილი არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერა, თუ:

ა) სახელი და გვარი არასრულადაა მოცემული;

ბ) 1981 წელს დაბადებულ პირს მითითებული არ აქვს დაბადების თვე და რიცხვი;

გ) მითითებული არ არის საქართველოს პირადობის მოწმობის ან პირადი ნომერი, ანდა საქართველოს ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის ნომერი;

დ) სრულად არ არის მითითებული მისამართი;

ე) ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიების ფორმათა წარმოდგენის იმ ვადას, რომელიც განსაზღვრულია "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით;

ვ) აკლია მხარდამჭერის ხელმოწერა;

ზ) არ არის ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სრული მონაცემი.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  ჯ. ლომინაძე