საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 27 აგვისტოს №5 დადგენილებაში „ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 27 აგვისტოს №5 დადგენილებაში „ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 17/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 26/05/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000977
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
17/05/2000
სსმ, 46, 26/05/2000
000000120.01(3).003.000977
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 27 აგვისტოს №5 დადგენილებაში „ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/05/2000 - 04/04/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                   120.013.004.246

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკ)  

დადგენილება №6

2000 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 27 აგვისტოს №5 დადგენილებაში "ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 24 და 28 დეკემბერს მიღებულმა კანონებმა, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ" და "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ", მნიშვნელოვნად შეცვალეს დაბეგვრის რეჟიმი ენერგეტიკულ სექტორში. კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურები) ბუნებრივი გაზის იმპორტი და მიწოდება არ იბეგრება მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების და დამატებული ღირებულების, ასევე საბაჟო გადასახადებით.

აღნიშნული ცვლილებების პრაქტიკულად განხორციელების მიზნით, "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე‑4 მუხლის მე-5 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა, 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, სემეკ-ი ადგენს:

“ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგების შესახებ" სემეკ-ის 1999 წლის 27 აგვისტოს №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1:

1. დაუდგინდეს სააქციო საზოგადოებას “საქგაზი” ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით) ყოველი 1000 კუბური მეტრისათვის: ქ. თბილისი – 143 ლარი და 15 თეთრი, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებისა და რაიონებისათვის – 143 ლარი და 40 თეთრი. ამ პუნქტში განსაზღვრული მიწოდების ტარიფი არ ვრცელდება ელექტროენერგიის წარმოებისათვის თბოელექტროსადგურებისათვის მიწოდებულ ბუნებრივ გაზზე.

2. სს “საქგაზი”-დან თბოელექტროსადგურებისათვის    (სს “თბილსრესი” და სს “თბილთეცი”) ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი (დღგ-ის გარეშე) დადგინდეს 93,4 ლარი ყოველი 1000 კუბური მეტრისათვის, ტრანსპორტირების ტარიფის გარეშე.”

  3. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "ტრანსპორტირების და".

  4. მესამე მუხლში:

ა. პირველი აბზაცის ბოლოს დაემატოს სიტყვები "დღგ-ის ჩათვლით”;

ბ. "ა" ქვეპუნქტის პირველ სტრიქონში სიტყვების “ყველა კატეგორიის მომხმარებლებისათვის” შემდეგ დაემატოს სიტყვები “(გარდა თბოელექტროსადგურებისა ელექტროენერგიის წარმოებისათვის)”, ხოლო ქალაქების ჩამონათვალს დაემატოს „თეთრიწყარო– 24,2” და „სამტრედია– 23,2 ”;

"ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის ბუნებრივ გაზზე ტარიფები განისაზღვრება სემეკ-ის შესაბამისი სამართლებრივი აქტით”.

5. მეოთხე და მეხუთე მუხლები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა. “4. დადგინდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ყოველი 1000 კუბური მეტრისათვის 16,6 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით)"

ბ. "5. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში წარმოქმნილი დანაკარგების შემცირება 2000-2004 წლებში ყოველწლიურად არანაკლებ 3%-ით, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფის კორექტირება განხორციელდება ქსელში გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის ყოველწლიური საპროგნოზო მატების შესაბამისად.

6.  დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დანარჩენი მუხლები 2000 წლის 1 მარტიდან

თავმჯდომარე                                                                                                                   ელ. ერისთავი