დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 895 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200110010.22.033.006969 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2004 - 26/02/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.006.969
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №895
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად და 280-ე მუხლის მე-6 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზი.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზი
1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები ხუთი ტიპისაა (თან ერთვის):
ა) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო ავტომატების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით ,,სათამაშო აპარატი”;
ბ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო მაგიდების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით ,,სათამაშო მაგიდა”;
გ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ტოტალიზატორის სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით “ტოტალიზატორი”;
დ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ბინგოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით “ბინგო”;
ე) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ლოტოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით “ლოტო”.
2. გადასახადის გადახდის ნიშნებში გამოიყენება 4 ფერი;
ა) სათამაშო აპარატებისათვის – მუქი ლურჯი, წითელი, რუხი და იისფერი;
ბ) სათამაშო მაგიდებისათვის – მუქი წითელი, წითელი, რუხი და იისფერი;
გ) ტოტალიზატორის სალაროებისათვის – მუქი ყვითელი, წითელი, რუხი და იისფერი;
დ) ბინგოს სალაროებისათვის – მუქი მწვანე, წითელი, რუხი და იისფერი;
ე) ლოტოს სალაროებისათვის – მუქი ყავისფერი, წითელი, რუხი და იისფერი;
3. გადასახადის გადახდის ნიშანი გაყალბებისაგან დაცულია სპეციალური ელემენტებით.
4. გადასახადის გადახდის ნიშანს გააჩნია სერია, ნომერი და გადასახადით დაბეგვრის პერიოდების აღნიშვნები ნიშანზე შეტანილია ნიშნის ქვედა ნაწილში კალენდარული თვეების აღმნიშვნელი 1-დან 12-ის ჩათვლით.
5. გადასახადის გადახდის ნიშანი წარმოადგენს ფირნიშს, რომელიც დამზადებულია წებოვანი მასალისაგან და მისი აძრობის შემთხვევაში ზიანდება.
6. გადასახადის გადახდის ნიშნის ზომებია – 60X95მმ.

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები