დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტებში საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110530034, 30/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140010.08.002.016241 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №290
2011 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტებში საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობის განსაზღვრის თაობაზე
1. „ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების მე- 18 მუხლისა და „ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წლის 17 ივნისის შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტებ ში საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობა უზრუნველყონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერ ი ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
2. ერთობლივ კომიტეტებშ ი საქართველოს წარმომადგენლობის საქმიანობის კოორდინაცია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერ ი ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ერთობლივ კომიტეტებში საკუთარი წარმომადგენლებ ის განსაზღვრა უზრუნველყონ 2011 წლის 1 ივნისამდე.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები