დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-28/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110530018, 30/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010010.22.035.016076 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №01-28/ნ
2011 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, 2011 წლის 1 ივნისიდან საქმიანობა შეწყვიტონ ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიულმა ორგანოებმა (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები):
ა) ქ. თბილისის სამსახურმა;
ბ) აჭარა-გურიის სამსახურმა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურმა;
დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ;
ე) სამცხე-ჯავახეთის განყოფილებამ;
ვ) ქვემო ქართლის განყოფილებამ;
ზ) შიდა ქართლის განყოფილებამ;
თ) მცხეთა-მთიანეთის განყოფილებამ;
ი) იმერეთის განყოფილებამ;
კ) კახეთის განყოფილებამ;
ლ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილებამ.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა 2011 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარება, ხოლო 2011 წლის 1 აგვისტომდე სალიკვიდაციო ღონისძიებების სრულად დასრულება.
3. ლიკვიდირებული ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს №215/ნ ბრძანება.
5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები