„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის N50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01-27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110530016, 30/05/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016075
  • Word
01-27/ნ
30/05/2011
ვებგვერდი, 110530016, 30/05/2011
470230000.22.035.016075
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის N50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის N50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის

ბრძანება №01-27/ნ

2011 წლის 30 მაისი

. თბილისი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2008, 30, მუხ. 320) დამტკიცებულ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ვეტერანის მოწმობის გამცემი ორგანო

ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანის დროს მის შესახებ საანკეტო მონაცემები შეიტანება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ ანკეტაში:

ა) ომის მონაწილეებისათვის;

ბ) ომის შშმპ-სათვის;

გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირებისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის;

დ) ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მარჩენალდაკარგულებისათვის.”.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სარეგისტრაციო ჟურნალს ამზადებს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და გადასცემს ტერიტორიული ორგანოებს.“.

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. ამოღებულ იქნეს ფორმა 1,2,3,4.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.

. ურუშაძე