,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/08/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41(48), 31/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000787
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
23/08/1999
სსმ, 41(48), 31/08/1999
000000120.01(3).003.000787
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/1999 - 08/09/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      120.013.003.778

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №4

1999 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნების დღიდან.

თავმჯდომარე                                                                                                         ელ. ერისთავი

 

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება მიღებულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და იგი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშების წესებსა და პირობებს.

2. რეგულირების საფასური წარმოადგენს თანხასს, რომელსაც ყოველწლირად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, იმპორტის, ექსპორტისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად.

3. რეგულირების საფასური შეიტანება ტარიფში, რითაც მფლობელს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიურად გამართლებული ხარჯები.

    მუხლი 2. რეგულირების საფასური და ფინანსური გარანტიები

1. სემეკ-ი თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ლიცენზიანტების მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელსაც იხდიან ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტები და რომელიც შეიძლება შეიცვალოს სემეკ-ისა და ლიცენზიანტების საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით.

2. წლიური რეგულირების საფასური დგინდება ყოველ 1 კვტსთ ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე,  განაწილებაზე, ექსპორტზე, იმპორტზე ან ყოველი 1000 მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებასა

და განაწილებაზე შემდეგი წესის შესაბამისად:

    გ=რXტXკ

სადაც,   გ – რეგულირების საფასური, ლარი;

რ – ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საპროგნოზო რაოდენობა;

ტ – კომისიის მიერ ლიცენზიანტისთვის დადგენილი ტარიფი, ლარი/კვტსთ,    ლარი/1000 მ3;

 

კ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

         

ელექტროენერგიის სექტორში:

წარმოების ლიცენზიანტებისათვის:

ა.ა) საქენერგოგენერაციის ელექტროსადგურები             –    (ენგურჰესი, ვარდნილჰესების კასკადი)

ა.ბ) თბოელექტროსადგურები                                        – 0,001

ა.გ) ჰიდროელექტროსადგურები                                    – 0,002

ბ) გადაცემის ლიცენზიანტებისათვის                           – 0,002

გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებისათვის               – 0,002

დ)     განაწილების ლიცენზიანტებისათვის                       – 0,002

ე)  ექსპორტის ლიცენზიანტებისათვის                          – 0,002

ვ) იმპორტის ლიცენზიანტებისათვის                           – 0,002

ბუნებრივი გაზის სექტორში:

ა)  მიწოდების ლიცენზიანტებისათვის                              – 0,004

ბ)  ტრანსპორტირების ლიცენზიანტებისათვის           – 0,004

გ)  განაწილების ლიცენზიანტებისათვის                       – 0,004

 

იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესით გაანგარიშებული რეგულირების საფასური ნაკლებია 500 (ხუთასი) ლარზე, დაწესდეს ფიქსირებული  რეგულირების საფასურის გადახდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიის მაძიებლები იხდიან საგარანტიო თანხას ავანსის სახით, რომელიც შეადგენს დადგენილი  რეგულირების საფასურის არანაკლებ 30%-ს. საგარანტიო თანხა ლიცენზიანტებს ეთვლებათ რეგულირების საფასურში. ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში საგარანტიო თანხა უკან არ ბრუნდება.

4. ლიცენზიის გაცემისათვის საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა ლიცენზიის მიღებისთვის ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოყვანილი დოკუმენტების ჩაბარებამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის საკითხი არ განიხილება.

5. რეგულირების საფასურის გადახდა ხდება ყოველწლიურად ლიცენზიანტთან შეთანხმებული გრაფიკით, რომელიც ასახულია ლიცენზიის პირობებში. ღეგულირების საფასურის, მათ შორის, საგარანტიო თანხის გადახდის გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს სემეკ-ისა და ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით. ღეგულირების საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა წარმოადგენს ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების საფუძველს.

    მუხლი 3.    რეგულირების საფასურის გაანგარიშების წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება სემეკ-ის მიერ, დადგენილი წესით.