დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალტიეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110530010, 31/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.139.016028 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 20 მაისი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება, დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოღებულ იქნას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებებლი (გარდა დაბა ბაკურიანისა) და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ობიექტები.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები