დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110530005, 02/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.35.165.016036 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №8
2011 წ ლის 27 მაისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -8 მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა) და მათი აღწერილობა დანართის შესაბამისად (დანართი №1; №2).
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . ჭიაურელი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და ორ ნაწილადაა გაყოფილი. I-ლი ძოწის ველზე ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომე ლსაც შვიდი ოქროს სხივით გასხივოსნებული ოქროს ქვა უჭრავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს -ექვსი (3/3 და 3/3 -ზე) ოქროს ჯვარი.
II ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს სარზე შემოხვეული, ფესვებიანი ოქროს ვაზი, სამი ფოთლით და სამი მტევნით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე -სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიაშკარით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ -მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევ იზი – „საგარეჯო“.
დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დროშა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ძოწისა და მეწამულ ველებად. ძოწის ველს უჭირავს დროშის 1/3. მასზე გამოსახულია ოქროსსახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც ოქროს გასხივოსნებული ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს–ექვსი (3/3 და 3/3 -ზე) ოქროს ჯვარი.
დროშის პროპორციაა 2:3 .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები