საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 08/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 23/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).004.000365
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
185
08/08/2000
სსმ, 70, 08/08/2000
000000190.01(2).004.000365
საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2000 - 21/08/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.365

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №185

2000 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივლისის №323 ბრძანებულების მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესასრულებლად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი მოქმედებისათვის შემდეგი სატარიფო განაკვეთები:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის – 30 ლარი;

ბ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენისათვის – 70 ლარი;

გ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის – 50 ლარი.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე მოზიდული თანხები ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე და მოხმარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სახელმწიფო მოსამსახურეთა წახალისების მიზნებს.

3. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარდგენილ განცხადებებზე.

4. ეს ბრძანება მოქმედებს 2001 წლის 1 იანვრამდე.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი