დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის N#272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110527025, 02/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320030.22.038.016051 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №94
2011 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებით (სსმ III, 07. 07. 2009წ., № 84, მუხ. 897) დამტკიცებული წესის:
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესსა და პირობებს.’’.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, აგრეთვე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.’’.
3 . მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურეობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით.
5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.
6. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეებს პირველად, მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა დაწესებულებების სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), აგრეთვე ვადამდელ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს უმცროსს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა დაწესებულებების სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), ანიჭებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსახურეებს პირველად და მორიგ უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს შესაბამისი დაწესებულების დირექტორი.
9. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს თანამდებობაზე დანიშვნისას სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება „იუსტიციის რიგითი.”
10. ბრძანების პროექტებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების ფურცელი – წარდგინება (დანართი № 5) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო.
11. ბრძანების პროექტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის დანართი № 1-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით, ხოლო საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი №8-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით.
12. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეების უფროს სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი № 1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს.“.
13. ბრძანების პროექტებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი № 6) შესაბამისი ხელმოწერით, ხოლო უმცროსს და საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი 61-ით გათვალისწინებული სპეციალური მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით.
14. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეების უფროს სპეციალური წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №6) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს.
15. მოხელეს, რომლის მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.’’
5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.’’.
6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ____________________________
____________________________________________________________________________________
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 20 ___ წ. „_____“ „____________“ „_______________________“ ბრძანების შესაბამისად
წარდგინება
სპეცწოდების ___________________________________________________________ მისანიჭებლად
__________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი)
__________________________________________________________________________________
(დაკავებული თანამდებობა)
__________________________________________________________________________________
დაბადების წელი __________________________________________________________________
განათლება ________________________________________________________________________
(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)
_________________________________________________________________________________
მინიჭებული წოდება ______________________________________________________________
__________________________________________________________________________________
სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია ________________________________________________
სამედიცინო კომისიის „________“ „_______________________________________“
სამსახურისათვის _________________________________________________________________
(დასკვნა ფორმულირება)
ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი ____________________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
ნამსახურობის ნუსხა
| როდიდან (თვე და წელი) | როდემდე (თვე და წელი) | თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება |
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა მინისტრის მოადგილე _____________________________________________________
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ____________________________________
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ______________________________________________________________
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
_____________________________________________________________“.
7. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი 2
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები
1. მინისტრი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი
2. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის გენერალ-მაიორი
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი და მრჩეველი (თარჯიმანი) – იუსტიციის მაიორი
6. გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი
7. მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის მაიორი
8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი
9. მთავარი ექიმი – იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი
10. მთავარი ექიმის მოადგილე – იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი
11. განყოფილების უფროსი ექიმი – იუსტიციის მაიორი
12. ექიმი – იუსტიციის კაპიტანი
13. სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი
14. ლაბორატორიის უფროსი – იუსტიციის მაიორი
15. ექიმი ლაბორანტი – იუსტიციის კაპიტანი
16. ექიმი-ენდოსკოპისტი – იუსტიციის კაპიტანი
17. ექიმი სტომატოლოგი – იუსტიციის კაპიტანი
18. ექიმი-სტომატოლოგ-ორთოპედი – იუსტიციის კაპიტანი
19.ექიმი-ექოსკოპისტი – იუსტიციის კაპიტანი
20.ექიმი-რენტგენოლოგი – იუსტიციის კაპიტანი
21. სტომატოლოგი – იუსტიციის კაპიტანი0’.
8. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 3
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
1. თავმჯდომარე – გენერალ–მაიორი
2. თავმჯდომარის მოადგილე – პოლკოვნიკი
3. თავმჯდომარის თანაშემწე – პოლკოვნიკი
4. სამსახურის უფროსი – პოლკოვნიკი
5. შტაბის უფროსი – პოლკოვნიკი
6. განყოფილების უფროსი – პოლკოვნიკი
7. სამორიგეოს უფროსი – პოლკოვნიკი
8. მთავარი ბუღალტერი - პოლკოვნიკი
9. მთავარი ინსპექტორი – ვიცე-პოლკოვნიკი
10. უფროსი ინსპექტორი – მაიორი
11. ინსპექტორი – კაპიტანი
12. უფროსი მორიგე ინსპექტორი – მაიორი
13. უფროსი სოციალური მუშაკი – მაიორი
14. სოციალური მუშაკი – კაპიტანი
15. უფროსი სპეციალისტი – მაიორი
16. სპეციალისტი – კაპიტანი
17. საწყობის გამგე – მაიორი
18. ინსპექტორი – ზემდეგი
19. უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე – ზემდეგი
20. სპეციალისტი – ზემდეგი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახური
1. სპეციალური დაცვის განყოფილების უფროსი – პოლკოვნიკი
2. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი – პოლკოვნიკი
3. განყოფილების უფროსი – ვიცე–პოლკოვნიკი
4. განყოფილების უფროსის მოადგილე – მაიორი
5. ასეულის მეთაური – მაიორი
6. ასეულის მეთაურის თანაშემწე – კაპიტანი
7. ოცეულის მეთაური – კაპიტანი
8. ოცეულის მეთაურის მოადგილე – კაპიტანი
9. ოცეულის მეთაურის თანაშემწე – კაპიტანი
10. ყარაულის უფროსი – კაპიტანი
11. ყარაულის უფროსის თანაშემწე – უფროსი ლეიტენანტი
12. საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი – კაპიტანი
13. უმცროსი ინსპექტორი – ზემდეგი
14. გუშაგი – ზემდეგი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახური
1. სამსახურის უფროსი – პოლკოვნიკი
2. შტაბის უფროსი – ვიცე-პოლკოვნიკი
3. განყოფილების უფროსი– ვიცე-პოლკოვნიკი
4. სამორიგეოს უფროსი – მაიორი
5. ოცეულის მეთაური – მაიორი
6. კანცელარიის უფროსი – მაიორი
7. უფროსი ინსპექტორი – მაიორი
8. ინსპექტორი – კაპიტანი
9. მორიგე ინსპექტორი – კაპიტანი
10. მორიგე ინსპექტორის თანაშემწე – ზემდეგი
11. ყარაულის უფროსი – კაპიტანი
12. ყარაულის უფროსის თანაშემწე – ზემდეგი
13. გუშაგი – ზემდეგი
14. კანცელარიის ინსპექტორი – ზემდეგი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური
1. სამსახურის უფროსი – პოლკოვნიკი
2. უფროსის მოადგილე – პოლკოვნიკი
3. შტაბის უფროსი – პოლკოვნიკი
4. განყოფილების უფროსი – ვიცე–პოლკოვნიკი
5. განყოფილების უფროსის მოადგილე – მაიორი
6. უფროსი ინსპექტორი – მაიორი
7. ინსპექტორი – კაპიტანი
8. უმცროსი ინსპექტორი – ზემდეგი
9. სპეციალისტი – ზემდეგი
10. მებრძოლი – კაპიტანი
11.მებრძოლი – ზემდეგი
12. ოპერატიული მორიგე ინსპექტორი – კაპიტანი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური მომზადების
სამსახური
1. სამსახურის უფროსი – პოლკოვნიკი
2. სამსახურის უფროსის მოადგილე – ვიცე-პოლკოვნიკი
3. საბრძოლო მომზადების ინსპექტორი – მაიორი’’ .
9. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 4
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები
1. დირექტორი – იუსტიციის პოლკოვნიკი
2. დირექტორის პირველი მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
3. დირექტორის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
4. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
5. კანცელარიის უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
6. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი
7. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი
8. ინსპექტორი – იუსტიციის ლეიტენანტი
9. ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი
10. კონტროლიორი – იუსტიციის ზემდეგი
11. ოპერატიული მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი
12. ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე – იუსტიციის კაპიტანი
13. სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი
15. ბუღალტერი – იუსტიციის მაიორი
16. არქივარიუსი – იუსტიციის კაპიტანი
17. განყოფილების უფროსი – იუსტიციის მაიორი“.
10. დანართი №6-ის შემდეგ დაემატოს დანართი №61 შემდეგი რედაქციით:
,,დანართი № 61
თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 20 ––– წ „–––––„ „––––––––––––––––––––––––––––„ „––––––––“ ბრძანების შესაბამისად
წარდგინება
სპეცწოდების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისანიჭებლად
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაკავებული თანამდებობა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების წელი _____________________________________________________________________
განათლება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მინიჭებული წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამედიცინო კომისიის „––––––„ „–––––––––––––––––––––––––––––––––––––––„
სამსახურისთვის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დასკვნის ფორმულირება)
ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| როდიდან (თვე და წელი) | როდემდე (თვე და წელი) | თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება |
|
|
|
|
|
|
|
|
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ______________________________
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული
სამმართველოს უფროსი ______________________________“.
11. დანართი № 8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 8
თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება –––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა მინისტრი 20 –––– წ. „–––––––„ „––––––––––––––––“
„–––––––––––––––––––––––––––––„ ბრძანების შესაბამისად
წარდგინება
სპეცწოდების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისანიჭებლად
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაკავებული თანამდებობა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების წელი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განათლება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მინიჭებული წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამედიცინო კომისიის „–––––––––––„ „–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––“
სამსახურისათვის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დასკვნა ფორმულირება)
ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნამსახურობის ნუსხა
|
| როდემდე (თვე და წელი) | თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება |
|
|
|
|
|
|
|
|
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------------
სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
________________________________________________________“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები