დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №100 §1 „აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100&1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000040.01(2).003.000963 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 30/09/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.012.003.963
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №100 §1
1999 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების დადგენის შესახებ
„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხარჯების გარდა აღსრულების ხარჯებად ჩაითვალოს აღსრულების მიმდინარეობისას წარმოშობილი შემდეგი ხარჯები:
ა) საბანკო მომსახურებისა და კონვერტაციის ხარჯები;
ბ) მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ხარჯები;
გ) აუდიტორის ან სპეციალისტის მიერ ნივთების შეფასების ხარჯები;
დ) ნივთების ტრანსპორტირების ხარჯები;
ე) სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკანცელარიო ხარჯები;
ვ) სატელეფონო და საფოსტო კავშირის ხარჯები.
ჯ. ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები