საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №179 „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №179 „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 18/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005780
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
179
07/04/2003
სსმ, 35, 18/04/2003
190040000.11.117.005780
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №179 „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/04/2003 - 25/12/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.0000.11.117.005.780

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 179

2003 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №60 ბრძანება “აზარტული თამაშების მოწყობაზე ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ”;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №62 ბრძანება “ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესის შესახებ”;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 6 აპრილის №80 ბრძანება “ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის სახელწოდების შეცვლის შესახებ”;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 29 იანვრის №28 ბრძანება “ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 10 ნოემბრის №240 ბრძანება “ლატარიის, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტი “შემდგომში დეპარტამენტი” წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.

2.  წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე.

3.  დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, მინისტრის სპეციალური დავალებებითა და ამ დებულებით.

4.  დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქვეუწყებო დაწესებულებებთან და საჯარო მოსამსახურეებთან მჭიდრო კავშირში თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე.

5.  დეპარტამენტი სხვა სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიმართავს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით.

6.  დეპარტამენტი მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქმიან ურთიერთობებს ამყარებს და თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის “მმართველობის” ორგანოებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა.  მკაცრი აღრიცხვა ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების აღრიცხვის, შენახვის და გამოყენების წესების რეალიზაციის კოორდინირება ცვალებადი პირობების შესაბამისად, მისი მუდმივი სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება და პრაქტიკულ განხორციელებაზე მონიტორინგი;

ბ.  მკაცრი აღრიცხვა ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემდგომი აღსრულების, გამოყენებისა და სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებად;

გ.  კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ლატარიის ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა და ანალიზი;

დ. სახელმწიფო ლატარიების ჩატარებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის მომზადება;

ე.  მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის,   ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ფუნქციონირების, აგრეთვე ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის მეთოდოლოგიის და საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემუშავება-სრულყოფად;

ვ.  მუშაობის სრულყოფის მიზნით მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სფეროში მოწინავე ქვეყნების საქმიანობის გაცნობა, ანალიზი და განზოგადება;

ზ. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, აგრეთვე ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზასა და უტილიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულება და მონიტორინგი;

თ. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხების თაობაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პროპაგანდა;

ი.  მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება;

კ.  გადაცემულ განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;

ლ.     დეპარტამენტის მიზანია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციის საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება, ამ მიმართულებით იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, აღნიშნული საქმიანობიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.

2. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა.  მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხების თაობაზე გაწეული საქმიანობის შედეგების სემესტრული ინფორმაციის მომზადება და ფინანსთა მინისტრისათვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა;

ბ.  საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებულ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე კვალიფიციური დასკვნების დროულად მომზადება;

გ.  დეპარტამენტი სამეურნეო სუბიექტების მიერ მოსახლეობასთან ნაღდი ფულით ანგარიშსწრებისათვის მკაცრი აღრიცხვის ფორმების “მათ შორის ქვითრების, საგზურების, ბილეთების, ტალონების, საფოსტო ანაზღაურების ნიშნების და ა.შ.” დარეგულირების მიზნით შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტებს, შესაბამის ინსტრუქციებს;

დ.      უზრუნველყოფს ლატარიის ბილეთებისა და მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხების მართვას და პოლიგრაფიული შესრულების კოორდინაციას;

ე. შეიმუშავებს და წარადგენს დასამტკიცებლად ერთიან მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებს, რომელთა გამოყენებაც სავალდებულო იქნება ყველა სამართალსუბიექტისათვის განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა;

ვ.  ახორციელებს უნიფიცირებული ფორმებისა და დოკუმენტების წარმოების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ:

ვ.ა. კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს დასამტკიცებლად ამა თუ იმ უნიფიცირებული დოკუმენტს ფორმის, ხარისხის, დაცვის დონის და სხვა პარამეტრების მითითებითდ

ვ.ბ. მიაწვდის სამართალსუბიექტებს შესაბამის ინფორმაციას უნიფიცირებული ფორმებისა და დოკუმენტების მოპოვების, გამოყენების და აღრიცხვა ანგარიშგების თაობაზე;

ვ.გ. ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის საინფორმაციო მონაცემების ბანკის წარმოებას;

ვ.დ. განახორციელებს ზედამხედველობას სამართალსუბიექტთა მიერ უნიფიცირებული ფორმების, დოკუმენტების წარმოების და გამოყენების წესების დაცვის თვალსაზრისით;

ზ. კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის დავალებით ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის ბეჭდვასა და შენახვაზე უფლებამოსილი პოლიგრაფიული საწარმოების ლიცენზირებას “გაცემა, შეჩერება, გაუქმება”;

თ. “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მინისტრის დავალებით ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებას (გაცემა, შეჩერება, გაუქმება);

ი. “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების საფუძველზე მინისტრის დავალებით ახორციელებს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, კაზინოების მოწყობის ნებართვის გაცემას, შეჩერებათ, გაუქმებათ;

კ. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სალიცენზიო-სანებართვო კანონმდებლობისა და სალიცენზიო-სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს შემოწმების გზით;

ლ. უზრუნველყოფს ლატარიის ბილეთების, განაღდებული და გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზასა და უტილიზაციას;

მ. ახორციელებს     განაღდებული და გაუქმებული ლატარიის ბილეთების მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სახელმწიფოებრივ რეგულირებას;

ნ.  ახორციელებს   ლატარიების, კაზინოების, აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზების, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის საქმეში ზედამხედველობას.

ო. ახორციელებს ლატარიის ბილეთების ლეგალიზაციას;

პ.  ღებულობს მონაწილეობას ლატარიის გათამაშების მომწყობი კომისიის მუშაობაში, თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით, მომენტალური ლატარიების გამართვისას ესწრება, ამოწმებს და აღრიცხავს გამოშვებული, მათ შორის მოგებახვედრილი ბილეთების რაოდენობას, მოგებახვედრილი ბილეთების სარეალიზაციო მასაში ჩადების სისწორეს;

ჟ.  ღებულობს მონაწილეობას რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთების აღრიცხვის დაფასოების და დალუქვის კომისიის მუშაობაში, თავმჯდომარის მოადგილის ან წევრის სტატუსით;

რ. შეიმუშავებს მექანიზმს ზედმეტი რაოდენობის ლატარიის ბილეთების და სხვა ფასიანი ქაღალდების დაბეჭდვისა და მათი გაყალბების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ლატარიის ბილეთების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით;

ს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს ლიცენზირებულ-სანებართვო ობიექტებს, ავლენს ულიცენზიო და უნებართვო ობიექტებს, ადგენს შემოწმების აქტს და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმს.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

1.  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან სამსახურებრივი დანიშნულების ინფორმაცია, დოკუმენტები, ნორმატიული აქტები და სხვა მასალები.

2.  დეპარტამენტის ამოცანებიდან გამომდინარე სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის გამოყენების სფეროში მისცეს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს წინადადებები მათ საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის შესახებ და გამოითხოვოს ინფორმაცია მათ შესრულებაზე.

3.  დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენებისათვის ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენაში მონაწილეობის მიღება.

4.  მოითხოვოს სხვა დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია, ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საბუთები, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

5.  პირის მიერ ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აგრეთვე ლეგალიზაციის, ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის შემოსული მასალების საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში, გადაამოწმოს დოკუმენტების უტყუარობა.

6.  ზედამხედველობს სახელმწიფო ლატარიის ეგიდით გამოშვებული ლატარიების ორგანიზება-ჩატარებას.

7.  ლიცენზიის ნებართვის გაცემაზე მინისტრის დავალებით დეპარტამენტის უფროსი ხელს აწერს და გასცემს ლიცენზიას-ნებართვას და გამოიყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბეჭედს.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1.  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2.  დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც შესაბამისი ფინანსთა მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი.

3.  დეპარტამენტის უფროსი:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

გ) აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს;

ე) ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშებს დავალებათა შესრულების საკითხებზე;

ვ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;

ზ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, უწყებებთან, საქვეუწყებო ორგანიზაციებთან, მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

თ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

ი) უშუალოდ წყვეტს დეპარტამენტის სამმართლებრივი სტატუსით, ფუნქციებით, ამოცანებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;

კ) ასრულებს ფინანსთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებებს;

ლ) პერსონალურად აგებს პასუხს დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

მ) დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დაწინაურებისა და გადაადგილების, აგრეთვე წახალისების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მათზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;

ნ) დეპარტამენტის მიერ მომზადებული ნებისმიერი პასუხი ან განმარტება იგზავნება უშუალოდ დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით ან ვიზირებით.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქმიანობას წარმართავს ამ დებულებით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

7. დეპარტამენტის თანამშრომლებს, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8.  დეპარტამენტის შემადგენლობაში შედიან: მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა - უტილიზაციის სამმართველოები.

    მუხლი 5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულება

დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.