დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110527019, 30/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.025.016022 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №49
2011 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №1 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110318015, 18/03/2011.) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები