ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

  • Word
ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527011, 27/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380010.10.003.016383
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
223
24/05/2011
ვებგვერდი, 110527011, 27/05/2011
300380010.10.003.016383
ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/05/2011 - 29/12/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 223

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხ­ლის მე-11 ნაწილის, საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქვე­პუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი №1).

2. ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2).

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №263 დადგენილება „ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართ­ლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 დანართი 1

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის

ნორმების შესახებ

მუხლი 1

დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შე­სა­ხებ ადგენს ნავთობპროდუქტების რეზერვუარში მიღების, შენახ­ვისა და ტრანსპორტირებისას დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ნორ­მებს, რომლებიც გამოიყენება მხო­ლოდ ნავთობ­პროდუქტების ფაქტობრივი დანაკლისის შემთ­ხ­ვევაში.

მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმა – ნავ­თობ­პროდუქტების წონის კლების დასაშვები ოდენობა, რო­მე­ლიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერა­ციე­ბისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნავ­თობპროდუქტების აორთქლებითა და მეტეორო­ლოგიური ფაქ­­ტო­რე­ბით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებ­ლით ნავთობპროდუქტების წონასთან;

ბ) ნავთობპროდუქტები – ამ მუხლის , და ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ნავთობის დისტილატები;

გ) ბენზინი ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესა­ბამი­სად კლასიფიცირდება 2710 11 410 00, 2710 11 450 00 და 2710 11 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

დ) დიზელი ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შე­საბამისად კლასიფიცირდება 2710 19 310 00, 2710 19 350 00, 2710 19 410 00, 2710 19 450 00 და 2710 19 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

ე) ნავთი ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბა­მისად კლასიფიცირდება 2710 19 210 00 და 2710 19 250 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

ვ) რეზერვუარი ნავთობპროდუქტების შენახვისა (მიწის­ზედა და მიწისქვეშა) და ტრანსპორტირებისათვის გან­კუთვ­ნი­ლი ჭურჭელი;

ზ) ტემპერატურა – ნავთობპროდუქტების მიღებისა და ტრანს­პორტირების დროს დაფიქსირებული ნავთობპროდუქტე­ბის ფაქტობრივი ტემპერატურა, ხოლო შენახვის შემთხვევაში – კალენდარული თვის ბოლოს ან ინვენტარიზაციის დროს და­ფიქ­სირებული ნავთობპროდუქტების ფაქ­ტობრივი ტემპერატურა;

თ) კუთრი წონა – ნავთობპროდუქტების მიღებისა და ტრანს­პორ­ტირების დროს ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი კუთრი წონა, ხოლო შენახვის შემთხვევაში – კალენდარული თვის ბოლოს ან ინვენტარიზაციის დროს ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი კუთრი წონა;

ი) ერთ თვემდე შენახვა – შენახვა სრული ან არასრული კალენ­დარული თვის განმავლობაში.

მუხლი 3

აკრძალულია ნავთობპროდუქტების ჩამოწერა ნავთობპრო­დუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანა­კლისის ფაქტის დად­გენამდე.

მუხლი 4

დანაკარგები, რომლებიც წარმოიქმნება ნავთობ­პროდუქ­ტების სარ­კინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორ­ტით გადაზიდვისა და რეზერვუარებში მიღება-შენახ­ვისას, გა­მოითვ­ლება ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრუ­ლების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონკრეტული და­ნაკარგის დადგე­ნილი ნორმის გამრავლებით ნავთობპრო­დუქტების წო­ნაზე, ხო­ლო ლიტრის კორექტირება ხდება ნავ­თობ­პრო­დუქ­ტების ტემ­პერატურისა და კუთრი წონის მიხედვით სტან­დარ­ტებით აღია­რებული ნავთობპროდუქტების მასის გა­ზომვის მე­თო­დების სა­ფუძველზე.

მუხლი 5

ცალკეული სახეობის ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დი­ზე­ლი, ნავ­თი) შენახვისას დანაკარგი გამოითვლება დადგენი­ლი ნორმის გამრავ­ლებით ერთ თვემდე შენახული ნავთობ­პრო­დუქტების წონაზე.

დანართი №2

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

 ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

 

საავტომობილო ბენზინი

საზღვაო გადაზიდვები

0.3

სარკინიგზო გადაზიდვები

0.24

საავტომობილო გადაზიდვები

0.12

რეზერვუარში მიღება

0.16

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0.18

 

 

 

 

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

 ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

 

დიზელი

საზღვაო გადაზიდვები

0.28

სარკინიგზო გადაზიდვები

0.1

საავტომობილო გადაზიდვები

0.05

რეზერვუარში მიღება

0.05

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0.02

 

 

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

 ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

 

ნავთი

საზღვაო გადაზიდვები

0,3

სარკინიგზო გადაზიდვები

0,11

საავტომობილო გადაზიდვები

0,06

რეზერვუარში მიღება

0,07

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0,03