დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 09/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000120.01(3).003.000936 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 19/06/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.936
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №7
1999 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება“ ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის შესახებ“
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დადგენილება აწესრიგებს ელექტრობაზრის წევრების მიერ ელექტრობაზრის მომსახურების ანაზღაურებასთან და საწევრო შენატანებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. საწევრო შენატანის გადახდა სავალდებულოა ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის.
3. ელექტრობაზარი ფუნქციონირებს საწევრო შენატანების ხარჯზე.
მუხლი 2. დადგენილებაში გამოყენებულ ცნებათა მნიშვნელობა
1. M – საწევრო შენატანის თანხა.
2. Q – ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელსაც აწარმოებს ან გადასცემს, ან უწევს დისპეტჩერიზაციას, ან ანაწილებს, ან მოიხმარს, ან ახდენს იმპორტს და ექსპორტს ელექტრობაზრის წევრი.
3. t – შესაბამისი ბაზრის წევრისათვის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი 1 კვტსთ-ზე.
4. k – საწევრო შენატანის კოეფიციენტების ცალკეული ლიცენზიანტის ან ლიცენზიატთა ჯგუფისათვის; ეს კოეფიციენტი იანგარიშება ელექტრობაზრის წლის მეორე ნახევრისათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამომდინარე და შეადგენს ელექტროენერგიის ლიცენზიანტების საპროგნოზო შემოსავლის %-ს.
მუხლი 3. საწევრო გადასახადის გაანგარიშების წესი
ელექტრობაზრის წევრთა საწევრო გადასახადი იანგარიშება შემდეგი წესით:
M=Q X t XK
მუხლი 4. საწევრო შენატანის კოეფიციენტები
1. K-ს ოდენობა შეადგენს:
ა. გამანაწილებელი კომპანიებისათვის (გარდა თელასისა) – 0.2;
ბ. თელასისათვის – 0.15;
გ. ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის – 0.20, გარდა „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ. თბილსრესისათვის – 0.1;
ე. თეცისათვის – 0.1;
ვ. ენგურჰესისათვის – 0.16;
ზ. დისპეტჩერიზაციისათვის – 0,2;
თ. გადაცემისათვის – 0.20;
ი. პირდაპირი მომხმარებლისათვის – 0.1;
კ. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი – 0.1.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესით გაანგარიშებული საწევრო შენატანი ნაკლებია 500 ლარზე, შენატანი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 5. საწევრო შენატანის გადახდის ვადა
1. შენატანის გადახდა ხდება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით.
2. დასაშვებია მთელი საწევრო შენატანის ან მისი უმეტესი ნაწილის წინასწარი გადახდა.
მუხლი 6. დებულების ამოქმედების ვადა
ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები