სახელმწიფო ტყის ფონდის ჩხოროწყუს სატყეო უბნის მუხურის და თაიას სატყეოებიდან 22660.00მ მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ტყის ფონდის ჩხოროწყუს სატყეო უბნის მუხურის და თაიას სატყეოებიდან 22660.00მ მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527006, 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 390130000.10.003.016378
  • Word
218
24/05/2011
ვებგვერდი, 110527006, 27/05/2011
390130000.10.003.016378
სახელმწიფო ტყის ფონდის ჩხოროწყუს სატყეო უბნის მუხურის და თაიას სატყეოებიდან 22660.00მ მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 218

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის ჩხოროწყუს  სატყეო უბნის მუხურის და თაიას  სატყეოებიდან 22660.00 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესა­ბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუ­ნე­ბრივი რესურსების სამინისტროსა და შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის“ წინადადება და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, მდი­ნარე ხობისწყალზე განსახორციელებელი ჰესების მშენებლობის კას­კადებიდან, პირველი ხობი-2 ჰესის მშენებლობისათვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეული 22660.00 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს სახელმწიფო ტყის ფონდის ჩხოროწყუს სატყეო უბნის მუხურის (ყოფილი საკოლმეურნეო ტყე) და თაიას სატყეოებში, დანართის შესაბამისად, ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრუ­ლების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერი­ტორიაზე ხე-ტყის ჭრის, მისი საჭიროების შემთხვევაში, რეგულირება მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო  მოთხოვნების მიხედვით.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        . გილაური

დანართი

მდინარე ხობისწყალზე ჰესების კასკადიდან პირველი ხობი-2 ჰესის       მშენებლობისათვის ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტყის ფონდიდან ამოსარიცხი ფართობების ნუსხა

 

 

სატყეო უბანი

სატყეო

კვარტალი

ლიტერი

ფართობი

ჩხოროწყუ

თაია

100

3

1920.91

ჩხოროწყუ

თაია

100

2

757.11

სულ

2678.02

 

ჩხოროწყუ

თაია

62

51

1853.69

ჩხოროწყუ

თაია

62

48

1911.09

ჩხოროწყუ

მუხური

49

37

123.75

ჩხოროწყუ

მუხური

49

35

3489.00

სულ

7377.54

 

ჩხოროწყუ

მუხური

ყოფილი საკოლმეურნეო

ტყე

4291.11

ჩხოროწყუ

მუხური

8313.33

სულ

12604.44

 

სულ ტყის ფონდიდან ამოსარიცხი ფართობი

22660.00