დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."გომის სპირტისა და არყის კომპანია" |
| მიღების თარიღი | 25/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110525028, 27/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „გომის სპირტისა და არყის კომპანიის“
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
გაცნობებთ, რომ სააქციო საზოგადოება „გომის სპირტისა და არყის კომპანიის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება ჩატარდება 2011 წლის 17 ივნისს 12.00 საათზე საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ხაშურის რაიონი, სოფელი გომი. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2011 წლის 25 მაისი.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:
1. კომპანიის 2010 წლის საქმიანობის წლიური შედეგების დამტკიცება.
2. კომპანიის წესდების ახალი რედაქციის მიღება.
3. ცვლილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები შემდეგია:
1. საფინანსო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით აუცილებელია აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს და დაამტკიცოს საზოგადოების 2010 წლის საქმიანობის წლიური შედეგები აქციონერთა საერთო კრებისათვის მოქმედი კანონმდებლობით და საზოგადოების წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას უწევს აქციონერთა საერთო კრებას, რომ კომპანიის 2010 წლის საქმიანობის წლიური შედეგები დამტკიცდეს კომპანიის დირექტორის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენილი სახით.
2. საჭიროა მიღებულ იქნეს საზოგადოების წესდების ახალი რედაქცია, რომლის მიზანი იქნება წესდების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებთან და საზოგადოების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. წესდების პროექტი მომზადდება და აქციონერთა საერთო კრებას წარედგინება საზოგადოების დირექტორის მიერ.
3. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებასთან დაკავშირებით, დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს კომპანიის აქციონერთა საერთო კრებას, რომ 2011 წლის 17 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე შეუწყდეს უფლებამოსილება სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს ქ-ნ ლალი ზარავანდიშვილს გამომდინარე მისი სურვილიდან და არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ასევე იძლევიან რეკომენდაციას, აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენი წევრების უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი.
აქციონერებს შეუძლიათ აქციონერთა საერთო კრებაში თავიანთი მონაწილეობის უფლება შეამოწმონ საზოგადოების დირექტორისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე კრების ჩატარებამდე ათი დღის განმავლობაში.
სს „გომის სპირტისა და არყის კომპანია“
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები