დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110525012, 27/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.025.016021 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №46
2011 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ., ვებ პორტალი 110318015) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.ბრძანების მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის (შემდგომში – სატყეო დეპარტამენტი) ბეჭდები და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 აგვისომდე.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 აგვისტომდე.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 აგვისტომდე.“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-42 პუნქტები:
41. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ან მისი ტერიტორიული ორგანოები მათი სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ლიკვიდაციამდე წარმოებული და დაუსრულებელი საქმეების წარმოება, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და სხვა ორგანოებში მათ დასრულებამდე, წარმომადგენლობის განხორციელება სააგენტოს ხელმძღვანელობის ან ტერიტორიული ორგანოების უფროსების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
42. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სამსახურის ტყის მართვის სამმართველოს თანამშრომლები, (ხოლო სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლები სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში) უფლებამოსილნი არიან 2011 წლის 1 აგვისტომდე გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი და გამოიყენონ სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ბეჭდები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები