ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის(ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე

  • Word
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის(ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 20/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110524072, 30/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 300390000.35.132.016053
  • Word
26
20/05/2011
ვებგვერდი, 110524072, 30/05/2011
300390000.35.132.016053
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის(ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №26

2011 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-2 მუხლის        მე-6 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველ­ყოფის პირო­ბების მოწესრიგების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია), თანახმად დანართი №1-ისა.

2. დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები, თანახმად დანართი  №2-ისა.

3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  გ. კირთაძე

 

დანართი №1

ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია)

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ტალონი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზე­ბული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ;

2. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზე­ბული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწო­დებელი კომპანიის მიერ;

3. ორგანიზაცია – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერია;

4. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველ­თვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის.

    მუხლი 3. საწვავის (ბენზინის/დიზელის) გაცემა

1. პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.

2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტო­სატრანს­პორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბებით მოსამსახურეთა სამსახუ­რებ­რივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 10 ლიტრამდე განულებით.

3. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსა­ხურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუ­ალე­ბებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში.

4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლას­ტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაცი­ის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტუ­რული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.

5. ქ. ბათუმის მერიის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.

    მუხლი 4. საწვავის (ბენზინის/დიზელის) ჩამოწერა

ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.

 

დანართი №2

ფორმა -1

 

ელექტრონული საწვავის გაცემის უწყისი

 

«-----------------------» 20   წელი

 

 

თანამდებობა

ბარათის  

დარიცხვის თარიღი

საწვავის სახე

ოდენობა

(ლიტრი)

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

X

X

X

 

X

 

 

ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი

სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი    - - - - - - - - - -     - - - - - - - - - - -  - - - - -        .                                                                                                   

                                                                                           (ხელმოწერა)        (ხელმოწერა გარკვევით)

 

 

ფორმა -2

 

საწვავის ტალონის გაცემის უწყისი

 

       «-----------------------» 20   წელი

 

¹

თანამდებობა

საწვავის სახე

ოდენობა

(ლიტრი)

ხელწერა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

X

 

X

 

 

 

ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი

სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი    - - - - - - - - - -     - - - - - - - - - - - - - - - -        .                                                                                             

                                                                                              (ხელმოწერა)      (ხელმოწერა გარკვევით)