დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის N2–49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110524066, 27/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.032.016033 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-82
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №2-49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №2-49 ბრძანების პირველი პუნქტით (სსმ III, 2003 წ., №18 მუხლი 173) დამტკიცებულ „მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწაროშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და წესის:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და დადგენის მიზნით, სააგენტოში იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პარამეტრების შესწავლას.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო გასცემს დასკვნას, რომელსაც დანართის სახით ახლავს რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა ჩამონათვალი. დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ №5-ში.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დასკვნას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ აფორმებს, გასცემს და დასკვნის უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან 3 თვეში მიიღოს ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემის გადაწყვეტილება.
5. სააგენტო უფლებამოსილია არ განიხილოს შემოსული განცხადება, თუ პრეტენდენტს არ წარმოუდგენია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ სააგენტოს უფროსის სახელზე შეაქვს განმცხადებელს.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჭირო მონაცემების დადგენის საფუძველზე სააგენტო იძლევა თანხმობას (დასკვნას) „საქპატენტში“ მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის.“.
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასკვნის ფორმა წარმოადგენს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის ¼ ფორმატს, სპეციალური ხარისხის ქაღალდს, მისი ყალბი დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სურსათის ეროვნული სააგენტო“, დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ.“
5. ბრძანების №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №5
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული
სააგენტოს დასკვნა
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ
1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ____________________ და ძალაში შესვლის თარიღი: _______________________
2. _______________________________________________________________
განმცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი
3. ადგილწარმოშობის დასახელება: ________________________________
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:
__________________________
ხელმოწერა
დანართი №6
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ
1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი
_______________________ და ძალაში შესვლის თარიღი: _________________
2. ____________________________________________________________
განმცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი
3. ადგილწარმოშობის დასახელება:______________________________
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:
______________________
ხელმოწერა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები