დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N2–14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110524065, 27/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.032.016034 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-83
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის №2-14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის №2-14 ბრძანებაში (სსმ 13.02.2007 წ., №20 მუხლი 230) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ.“
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება (დანართი №1).“
3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოსთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება“.
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) არსებული „წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) შექმნილია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“
გ) მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს წევრებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს და უფლებამოსილებას უჩერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
3. საბჭოს თავმჯდომარე არის სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის ბრძანებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს საბჭოს მდივნის მოვალეობას.“
დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები და მოვალეობები
1. საბჭოს ფუნქციაა მიიღოს რეკომენდაცია წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების ან წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და წარუდგინოს სააგენტოს უფროსს.
2. საბჭო ვალდებულია სააგენტოს უფროსს:
ა) წარუდგინოს წინადადება წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე, განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში;
ბ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წარუდგინოს წინადადება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თუნდაც ერთი მოთხოვნის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში წარუდგენს რეკომენდაციას მინიჭებული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის გაუქმების თაობაზე.“
ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) 2 დღის ვადაში სურსათის დეპარტამენტს გადასცემს სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებას წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების ან წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიიის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.“
4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
5. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“ (დანართი №3) შეტანილ იქნეს ცვლილებები და წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“
ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას და აღრიცხვა-ანგარიშგებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.“
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს სააგენტო ამზადებს დამოუკიდებლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“
დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის პროცედურები
მკაცრი აღრიცხვის ფორმებს მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსლია გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმები და რომელიც მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.“
ე) მე-5 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი.“
ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა (დედანი) გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ასლი ინახება სააგენტოს სურსათის დეპარტამენტში.“
ვ) მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
2. სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე ანგარიშს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სურსათის ეროვნული სააგენტო
წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორია
მინიჭებული კატეგორიის რეგისტრაციაში გატარების № ____________
თარიღი: „____“ „____________“ 20- წ.
გაცემულია: _________________________________________________________________________
იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
__________________________________________________________________________________
ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, კოდი, ტელეფონის ნომერი
წყლის სასაქონლო პროდუქციის დასახელება: ______________________________________
________________________________________________________________________________
საბადოს გეოგრაფიული მდებარეობა და დასახელება: _______________________________
________________________________________________________________________________
მინიჭებული კატეგორიის დასახელება: _________________________________________
სააგენტოს უფროსი:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები