დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110524006, 24/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016236 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდეგში – კომპლექსი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან (შემდეგში – ცენტრი) მიერთების გზით.
2. კომპლექსის სამართალმემკვიდრედ განისაზღვროს ცენტრი.
3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს კომპლექსის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები