საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის №6 დადგენილებაში „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის №6 დადგენილებაში „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 31/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.007207
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
23/03/2005
სსმ, 36, 31/03/2005
320110000.17.010.007207
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის №6 დადგენილებაში „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2005 - 26/04/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.207

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2005 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის №6 დადგენილებაში „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 411 მუხლის საფუძველზე, კომისია ადგენს:

1. შევიდეს „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის №6 დადგენილებაში (სსმ III, 2001 წ., №76, მუხ. 548) შემდეგი რედაქციის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ურთიერთჩართვის ტარიფები, კომერციული და ფინანსური ურთიერთობები, ბილინგისა და მომხმარებლებისაგან თანხების ინკასაციის პროცედურები და პირობები, ოპერატორებს შორის ანგარიშსწორების ვადები და პირობები;“;

ბ) 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ტარიფების დადგენის ძირითადი პრინციპი და პირობები

1. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გაანგარიშება დაფუძნებული უნდა იყოს დისკრიმინაციის გამომრიცხავ, ობიექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპებზე. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი უნდა იყოს ორიენტირებული დანახარჯებზე, ანუ იგი უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას და ურთიერთჩართვის მომსახურების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.

2. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების (სატელეფონო ზარის წამოწყების ან/და დასრულების) ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

K x R – C > Cx , სადაც:

Cx არის ადგილობრივი სატელეფონო კავშირისა და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირის ოპერატორების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების (სატელეფონო ზარის წამოწყების ან/და დასრულების) ტარიფი;

C არის ურთიერთჩართული ოპერატორის მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების (სატელეფონო ზარის წამოწყების ან/და დასრულების) ტარიფი;

R არის იმ საცალო მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფი, რომელთანაც დაკავშირებულია ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურება (სატელეფონო ზარის წამოწყება ან/და დასრულება);

K არის რებალანსირების კოეფიციენტი.

3. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორის მიერ საკუთარ ქსელში საცალო სატელეფონო მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ დადგენილ ურთიერთჩართვის ტარიფზე ნაკლები.

4. სიხშირული სპექტრის გამოყენებით მოძრავი რადიოსატელეფონო კავშირით ან ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორის მიერ საკუთარ ქსელში საცალო სატელეფონო მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფი არ უნდა იყოს ნაკლები მის მიერ დადგენილ ურთიერთჩართვის ტარიფისა და მასზე დამატებული 25%-ის ჯამზე 2005 წლის 1 მაისიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 2006 წლის 1 მაისიდან ურთიერთჩართვის ტარიფისა და მასზე დამატებული 66%-ის ჯამზე.”;

გ) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები:

„2. ამ დებულების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რებალანსირების – K კოეფიციენტის ოდენობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მოძრავი რადიოსატელეფონო კავშირით და ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორებს შორის ურთიერთ-ჩართვის განხორციელებისას 2005 წლის 1 მაისიდან ერთი წლის მანძილზე განისაზღვროს – 1,33-თ და 2006 წლის 1 მაისიდან განისაზღვროს – 1-თ;

3. ამ დებულების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რებალანსირების – K კოეფიციენტის ოდენობა ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით და სიხშირული სპექტრის გამოყენებით ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის განხორციელებისას 2005 წლის 1 მაისიდან ერთი წლის მანძილზე განისაზღვროს 2-თ, ხოლო შემდგომი ერთი წლის მანძილზე – 1,33-თ.

4. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორები 2005 წლის 1 მაისიდან ერთი წლის განმავლობაში უფლებამოსილი არიან, საერთაშორისო კავშირით მომსახურე ოპერატორებისათვის, საკუთარი ფილიალებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება განახორციელონ ამ დებულების 44-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი ტარიფისაგან განსხვავებული ურთიერთჩართვის ტარიფით.

5. 2005 წლის 1 მაისამდე ყველა ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ და ცვლილებები შეიტანოს მათ მიერ გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში და ურთიერთჩართვის მომსახურების გამოქვეყნებულ წინადადებებში.“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე   დ. ქიტოშვილი