სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 10/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 25/04/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 280120000.12.220.004732
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
10/04/2001
სსმ, 40, 25/04/2001
280120000.12.220.004732
სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/04/2001 - 01/06/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.120.000.12.220.004.732

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის   

ბრძანება 15

2001 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ

“დაზღვევის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულების და სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს “სიცოცხლის და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი” (თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”.

ა. ცერცვაძე

 (დანართი I)

სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

“სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი” შემუშავებულია “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის განხორციელების დროს სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის რეზერვების (შემდგომში – სადაზღვევო რეზერვი) შექმნის წესს.

    მუხლი 2

“სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესში” გამოყენებულია შემდეგი ძირითადი ცნებები და აღნიშვნები:

ა) ასაკის მიღწევაზე დაზღვევა – სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც მზღვეველი იხდის სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულის მიერ გარკვეული (სადაზღვევო ხელშეკრულებაში აღნიშნული) ასაკის მიღწევის შემთხვევაში, ხოლო ამ ასაკამდე დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან;

ბ) უვადო სიცოცხლის დაზღვევა – სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც მზღვეველი იხდის სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მიუხედავად გარდაცვალების მომენტისა;

გ) ვადიანი სიცოცხლის დაზღვევა – სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც მზღვეველი იხდის სადაზღვევო ანაზღაურებას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, ხოლო თუ ამ პერიოდის დასრულებისას დაზღვეული ცოცხალია, დაზღვევა წყდება და მზღვეველი თავი-სუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პასუხისმგებლობისაგან;

დ) შერეული სიცოცხლის დაზღვევა – სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც მზღვეველი იხდის სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულის მიერ გარკვეული (სადაზღვევო ხელშეკრულებაში აღნიშნული) ასაკის მიღწევის ან ამ ასაკამდე გარდაცვალების შემთხვევაში;

ე) უვადო საპენსიო დაზღვევა (სქემა განსაზღვრული პენსიის ოდენობით) – საპენსიო დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც მზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაწყებული დაზღვეულის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე პერიოდულად გადაუხადოს მას სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრული პენსია, რისთვისაც დამზღვევი ერთჯერადად ან განვადებით იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას;

ვ) ვადიანი საპენსიო დაზღვევა (სქემა განსაზღვრული პენსიის ოდენობით) – საპენსიო დაზღვევის სახეობა, რომლის დროსაც მზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაწყებული დაზღვეულის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტიდან დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში პერიოდულად გადაუხადოს მას (ან მის მემკვიდრეს) სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრული პენსია, რისთვისაც დამზღვევი ერთჯერადად ან განვადებით იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას;

ზ) საპენსიო დაზღვევა (სქემა განსაზღვრული შენატანებით) – საპენსიო დაზღვევის სახეობა (ვადიანი ან უვადო), რომლის დროსაც პენსიის ოდენობა განისაზღვრება საპენსიო ასაკისათვის საპენსიო დანაგროვის შესაბამისად, რომლის ფორმირებაც ხდება ხელფასის პროპორციული ოდენობის თანხების (ნებაყოფლობით) ჩარიცხვით ან სხვა შენატანებით;

თ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველ-თან ან, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) დაზღვეული – ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა ან, რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა;

კ) საანგარიშო პერიოდი – ყოველი კალენდარული წელი;

ლ) საანგარიშო თარიღი – ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბერი;

მ) სადაზღვევო ვალდებულება – მზღვეველის მიერ აღებული ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით;

ნ) მომგებიანობის წლიური ნორმატიული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წინამდებარე წესის თანახმად გამოიყენება სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების მოცულობის გამოანგარიშებისათვის და ერიცხება სადაზღვევო რეზერვს მისი საკრედიტო რესურსად გამოყენებისათვის;

ო) i – მომგებიანობის წლიური ნორმატიული საპროცენტო განაკვეთი;

პ) ბრუტო პრემია – დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულადი თანხა;

ჟ) ნეტო პრემია – ბრუტო პრემიის ძირითადი ნაწილი, რომლის დანიშნულებაა უშუალოდ სადაზღვევო ანაზღაურების რეზერვის ფორმირება;

რ) პრევენციული ღონისძიებები – ღონისძიებები, რომელთა მიზანია სადაზღვევო შემთხვევების დადგომის თავიდან აცილება ან მათი მოხდენის ალბათობის შემცი-რება;

ს) სადაზღვევო რეზერვი – მზღვეველის მიერ სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით შექმნილი ნეტო და ბრუტო პრემიების რეზერვების ჯამი;

ტ) აკვიზიციური ღონისძიებები – საორგანიზაციო ხასიათის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ახალი ხელშეკრულებების დადებას;

უ)   – მონაცემი სიკვდილიანობის ცხრილში (დანართი), რომელიც უჩვენებს 100000 ცოცხლად შობილიდან რაიმე y ასაკს მიღწეულთა საშუალო რაოდენობას;

ფ)  – მონაცემი სიკვდილიანობის ცხრილში (დანართი), რომელიც უჩვენებს 100000 ცოცხლად შობილიდან რაიმე y ასაკში გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობას;

ქ) x – დაზღვეულის ასაკი ხელშეკრულების დადების მომენტში;

ღ) t – ხელშეკრულების დადების მომენტიდან გასული სრული წლების რაოდენობა;

ყ) C – სადაზღვევო თანხა;

შ)  – დისკონტირების კოეფიციენტი, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ჩ)   – სიკვდილიანობის ცხრილში მოცემული ზღვრული ასაკი;

ძ) n – სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

წ) S – წლიური პენსიის ოდენობა.

    მუხლი 3

“სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი” ვრცელდება სადაზღვევო კომპანიებსა და საპენსიო სქემის დამფუძნებელ პირებზე.

    მუხლი 4

ანგარიში საანგარიშო თარიღისათვის მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვის შექმნის შესახებ წარედგინება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამ-ხედველობის სამსახურს წლიურ ბალანსთან ერთად.

    მუხლი 5

1. აღებულ სადაზღვევო ვალდებულებათა შესრულების მიზნით, მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი პირები ვალდებულნი არიან შექმნან ნეტო პრემიის რეზერვები წინამდებარე “სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის” მიხედვით.

2. მზღვეველს და საპენსიო სქემის დამფუძნებელს ასევე შეუძლიათ შექმნან ბრუტო პრემიის რეზერვები ადმინისტრაციულ, აკვიზიციურ და პრევენტულ ღონის-ძიებათა ხარჯებისათვის.

3. მზღვეველის და საპენსიო სქემის დამფუძნებელის მიერ სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობების ყველა ხელშეკრულების მიხედვით საანგარიშო თარიღისათვის შექმნილი ნეტო თუ ბრუტო პრემიის რეზერვების ჯამი წარმოადგენს მზღვეველის და საპენსიო სქემის დამფუძნებელის სადაზღვევო რეზერვს საანგარიშო თარიღისათვის.

    მუხლი 6

1. სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობებში გადაზღვევის არსებობის დროს მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი ქმნიან დარჩენილი პასუხისმგებლობის შესაბამის სადაზღვევო რეზერვს.

2. მომგებიანობის წლიური ნორმატიული საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს არა უმეტეს 5 პროცენტისა, როგორც წლიური რენტაბელობის ოპტიმალური ზღვარი.

    მუხლი 7

სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობაში რისკის სრული გადაზღვევისას სადაზღვევო რეზერვი არ იქმნება.

თავი II

სიცოცხლის დაზღვევის რეზერვები სადაზღვევო პრემიის ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში

    მუხლი 8

ასაკის მიღწევაზე სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

სადაც – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 9

უვადო სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 10

n-წლის ვადით სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც  – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 11

n-წლის ვადით შერეული სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც  – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

თავი III

სიცოცხლის დაზღვევის რეზერვები სადაზღვევო პრემიის ყოველწლიური გადახდის შემთხვევაში

    მუხლი 12

ასაკის მიღწევაზე დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

სადაც

 

წარმოადგენს შესაბამის ყოველწლიურ ნეტო-პრემიას, ხოლო     – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 13

უვადო სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი იხდის სადაზღვევო პრემიას დაზღვეულის გარდაცვალებამდე, ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც

წარმოადგენს შესაბამის ყოველწლიურ ნეტო-პრემიას, ხოლო  – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 14

უვადო სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი იხდის სადაზღვევო პრემიას   წლის განმავლობაში (ან დაზღვეულის გარდაცვალებამდე, თუ იგი ამ წლის განმავლობაში გარდაიცვალა) ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

წარმოადგენს შესაბამის ყოველწლიურ ნეტო-პრემიას, ხოლო   – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 15

n-წლის ვადით სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც

 

წარმოადგენს შესაბამის ყოველწლიურ ნეტო-პრემიას, ხოლო – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 16

n-წლის ვადით შერეული სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ნეტო პრემიის რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

სადაც, ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

თავი IV

საპენსიო დაზღვევის რეზერვები სადაზღვევო პრემიის ერთჯერადი გადახდის დროს (სქემა განსაზღვრული პენსიის ოდენობით)

    მუხლი 17

უვადო საპენსიო დაზღვევის რეზერვი, როდესაც დაზღვეულს ენიშნება წინასწარ განსაზღვრული ყოველწლიური S პენსია ხელშეკრულების დადებიდან m წლის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე,

გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც,                – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 18

ვადიანი საპენსიო დაზღვევის რეზერვი, როდესაც დაზღვეულს ენიშნება წინასწარ განსაზღვრული ყოველწლიური S პენსია ხელშეკრულების დადებიდან m წლის შემდეგ k წლის ვადით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც         – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

თავი V

საპენსიო დაზღვევის რეზერვები ყოველწლიურად გადახდის დროს (სქემა განსაზღვრული პენსიის ოდენობით)

    მუხლი 19

უვადო საპენსიო დაზღვევის რეზერვი, როდესაც დაზღვეულს ენიშნება წინასწარ განსაზღვრული ყოველწლიური S პენსია ხელშეკრულების დადებიდან m წლის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო პრემიის გადახდა ხდება  წლის განმავლობაში () გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

სადაც

წარმოადგენს შესაბამის ყოველწლიურ ნეტო-პრემიას, ხოლო – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

    მუხლი 20

ვადიანი საპენსიო დაზღვევის რეზერვი, როდესაც დაზღვეულს ენიშნება წინასწარ განსაზღვრული ყოველწლიური S პენსია ხელშეკრულების დადებიდან m წლის შემდეგ k წლის ვადით, ხოლო პრემიის გადახდა ხდება  წლის განმავლობაში () გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

სადაც

წარმოადგენს შესაბამის ყოველწლიურ ნეტო-პრემიას, ხოლო                    – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ.

თავი VI

საპენსიო დაზღვევის რეზერვები (სქემა განსაზღვრული შენატანებით)

    მუხლი 21

საპენსიო დაზღვევის რეზერვი, როდესაც დაზღვეული ერთვება საპენსიო სქემაში x წლის ასაკში, სადაზღვევო შენატანის გადახდა ხდება  წლის განმავლობაში, ხოლო პენსიის გადახდა იწყება m წლის შემდეგ (), გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

თუ

 

სადაც  – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ, ხოლო -ური წლის სადაზღვევო შენატანი.

    მუხლი 22

საპენსიო დაზღვევის რეზერვი, როდესაც დაზღვეული ერთვება საპენსიო სქემაში x წლის ასაკში, სადაზღვევო შენატანის გადახდა ხდება წლის განმავლობაში, ხოლო პენსიის გადახდა იწყება m წლის შემდეგ (), გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით, თუ

 

სადაც – ნეტო პრემიის რეზერვია სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მომენტიდან t სრული წლის შემდეგ, ხოლო S – საპენსიო დანაგროვით განსაზღვრული წლიური პენსია.

    მუხლი 23

მზღვეველს და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს გარდა წინამდებარე წესში განხილული სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სახეობებისა შეუძლიათ განახორციელონ სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის სხვა სახეობებიც, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შესაბამისი სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის შეთანხმების საფუძველზე.

 

სიკვდილიანობის ცხრილი მამრობითი სქესისათვის

 

ასაკი

y (y ასაკში ცოცხლად დარჩენილთა რაოდენობა)

dy(y-დან y+1-მდე გარდაცვლილთა რაოდენობა)

0

100000

2147

1

97853

108

2

97746

90

3

97655

73

4

97582

56

5

97526

39

6

97487

39

7

97448

39

8

97409

39

9

97370

39

10

97331

39

11

97292

47

12

97246

54

13

97191

62

14

97129

70

15

97055

78

16

96981

93

17

96888

108

18

96780

124

19

96656

139

20

96517

154

21

96363

162

22

96201

169

23

96032

177

24

95855

188

25

95671

191

26

95480

204

27

95276

217

28

95059

230

29

94829

242

30

94587

255

31

94332

283

32

94049

310

33

93739

337

34

93403

364

35

93039

390

36

92649

420

37

92229

449

38

91780

478

39

91303

506

40

90796

534

41

90262

561

42

89701

588

43

89112

615

44

88498

640

45

87858

665

46

87193

745

47

86448

823

48

85625

898

49

84727

970

50

83757

1040

51

82716

1054

52

81663

1066

53

80597

1078

54

79519

1088

55

78491

1098

56

77333

1249

57

76084

1392

58

74692

1526

59

73166

1651

60

71516

1766

61

69750

1873

62

67877

1969

63

65907

2054

64

63853

2127

65

61726

2189

66

59537

2336

67

57201

2459

68

54742

2559

69

52183

2634

70

49549

2685

71

46864

2706

72

44158

2706

73

41452

2686

74

38765

2649

75

36117

2594

76

33523

2800

77

30732

2922

78

27800

2962

79

24838

2927

80

21911

2827

81

19085

2589

82

16496

2346

83

14150

2105

84

12044

1870

85

10174

1646

86

8528

1503

87

7025

1338

88

5687

1163

89

4524

984

90

3536

880

91

2716

676

92

2040

542

93

1498

422

94

1076

321

95

755

237

96

518

172

97

347

121

98

226

82

99

143

55

100

89

89

 

სიკვდილიანობის ცხრილი მდედრობითი სქესისათვის

 

ასაკი

Ly (y ასაკში ცოცხლად დარჩენილთა რაოდენობა)

dy(y-დან y+1-მდე გარდაცვლილთა რაოდენობა)

0

100000

1774

1

98226

69

2

98157

59

3

98098

49

4

98049

39

5

98010

29

6

97981

27

7

97953

25

8

97928

23

9

97904

22

10

97883

20

11

97863

22

12

97842

23

13

97818

25

14

97793

27

15

97765

29

16

97736

33

17

97703

37

18

97666

41

19

97625

54

20

97580

49

21

97531

51

22

97480

52

23

97428

55

24

97373

56

25

97317

58

26

97258

68

27

97190

78

28

97112

87

29

97025

97

30

96928

107

31

96822

114

32

96707

122

33

96586

129

34

96456

137

35

96319

144

36

96175

152

37

96023

159

38

95864

167

39

95697

174

40

95523

181

41

95342

190

42

95151

200

43

94952

209

44

94743

217

45

94526

227

46

94299

247

47

94052

267

48

93785

287

49

93499

306

50

93193

326

51

92867

408

52

92459

489

53

91971

568

54

91402

647

55

90756

723

56

90032

775

57

89258

824

58

88433

873

59

87560

920

60

86641

965

61

85676

1130

62

84545

1289

63

83257

1429

64

81817

1582

65

80236

1715

66

78521

1887

67

76634

2045

68

74590

2187

69

72403

2314

70

70089

2424

71

67664

2581

72

65083

2712

73

62371

2819

74

59552

2900

75

56652

2957

76

53695

3463

77

50232

3849

78

46383

4110

79

42273

4246

80

38026

4264

81

33762

4142

82

29620

3944

83

25676

3684

84

21992

3380

85

18612

3048

86

15564

2817

87

12747

2522

88

10225

2193

89

8032

1853

90

6179

1524

91

4655

1242

92

3413

978

93

2435

744

94

1691

549

95

1142

392

96

751

273

97

478

183

98

296

119

99

177

74

100

103

103

 

სიკვდილიანობის ცხრილი ორივე სქესისათვის

 

ასაკი

Ly (y ასაკში ცოცხლად დარჩენილთა რაოდენობა)

dy(y-დან y+1-მდე გარდაცვლილთა რაოდენობა)

0

100000

1997

1

97853

88

2

97765

73

3

97692

59

4

97633

44

5

97589

29

6

97560

29

7

97531

29

8

97502

29

9

97472

29

10

97443

29

11

97414

35

12

97379

41

13

97338

47

14

97291

53

15

97239

58

16

97180

66

17

97114

74

18

97041

81

19

96959

89

20

96870

97

21

96773

101

22

96673

104

23

96568

108

24

96460

12

25

96348

116

26

96233

129

27

96104

142

28

95962

155

29

95806

168

30

95638

182

31

95456

200

32

95256

219

33

95037

237

34

94800

256

35

94544

274

36

94271

290

37

93981

306

38

93675

322

39

93353

337

40

93016

353

41

92663

370

42

92293

387

43

91906

403

44

91503

420

45

91083

436

46

90647

470

47

90177

504

48

89773

536

49

89137

569

50

88568

600

51

87968

671

52

87296

741

53

86556

808

54

85748

874

55

84874

937

56

83937

1024

57

82913

1109

58

81804

1189

59

80615

1265

60

79350

1338

61

78012

1490

62

76523

1632

63

74890

1764

64

73126

1885

65

71241

1995

66

69246

2146

67

67100

2280

68

64820

2395

69

62425

2491

70

59934

2569

71

57365

2630

72

54735

2672

73

52063

2696

74

49367

2702

75

46665

2692

76

43973

3078

77

40895

3360

78

37535

3535

79

34000

3605

80

30395

3579

81

26817

3375

82

23442

3139

83

20303

2881

84

17422

2610

85

14812

2335

86

12477

2141

87

10336

1915

88

8421

1674

89

6749

1431

90

5315

1197

91

4118

995

92

3122

805

93

2317

634

94

1683

487

95

1196

364

96

832

268

97

564

191

98

373

133

99

241

89

100

151

151