დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110524003, 24/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170030010.22.027.016134 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №65
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანების (სსმ III, 01.02.2005, №12, მუხ. 116):
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე და ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით,“.
2. პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს დებულება შემუშავებულია ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ნოტარიუსისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირის (შემდგომში – შემცვლელი პირი) საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების წესს.”;
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზანია ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობის ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.”;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიერ დამოწმებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტს.”;
დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მიმდინარე კონტროლი სავალდებულო წესით ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.”;
ე) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. შემოწმების აქტი დგება 2 თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი უნდა გადაეცეს ნოტარიუსს (შემცვლელ პირს), ხოლო მეორე ეგზემპლარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტს.”;
ვ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, უფლება აქვს ნებისმიერ დროს დანიშნოს ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობის რიგგარეშე შემოწმება.”;
ზ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ა1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ა1) სანოტარო რეესტრში აღმოჩენილი დარღვევა, რაც შეიძლება დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი იყოს;”;
თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) შეუფარდონ დისციპლინური სახდელი ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებით დადგენილი წესით.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები