საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 30/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.009
  • Word
5280
11/07/2007
სსმ, 30, 30/07/2007
200.000.000.05.001.003.009
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ კოდექსის ცალკეული თავებისა და მუხლების გამოყენების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს. ასეთი ინსტრუქციების ან მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წინასწარ, გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისათვის, დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ ეს არ არის მითითებული, ამ შემთხვევაში დღე არის სამუშაო დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კრედიტების (სესხების) გაცემა; კრედიტებზე (სესხებზე), საკრედიტო (სასესხო) გარანტიებსა და ფულად-საკრედიტო (ფულად-სასესხო) ოპერაციებზე უზრუნველყოფის საშუალებების გაცემა, მათ შორის, პირის მიერ გაცემული კრედიტების (სესხების) და საკრედიტო (სასესხო) გარანტიების მართვა, აგრეთვე ფაქტორინგი (გარდა საინკასო მომსახურებისა);“.

5. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისთვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ ინფორმაციის, საფუძველზე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს.“.

6. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბანკებში და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, საქართველოს საწარმოები, საქართველოს ორგანიზაციები და მეწარმე ფიზიკური პირები წარადგენენ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი ანგარიშების შესახებ, ხოლო უცხოური საწარმოები და ორგანიზაციები – მხოლოდ საქართველოში გახსნილი ანგარიშებისა და იმ ანგარიშების შესახებ, რომლებითაც ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში;“.

7. 44-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. თუ დოკუმენტის/წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისათვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) დოკუმენტი/წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს პირადად, საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადრესატისთვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი/წერილი გადასცეს ადრესატს. დოკუმენტის/წერილის ჩაბარება დასტურდება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის/წერილის მიმღების ხელმოწერით. თუ დოკუმენტის/წერილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე, იგი დოკუმენტს/წერილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას. დოკუმენტის/წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. მიმღები ვალდებულია დოკუმენტი/წერილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ითვლება როგორც დოკუმენტის/წერილის პირადად გადაცემა, ისე მიმღების მიერ ადრესატისათვის დოკუმენტის/წერილის შინაარსის ცნობება. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

6. გადასახადის გადამხდელს ან სხვა ვალდებულ პირს, გარდა ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა, დოკუმენტი/წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე. ადრესატისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და უფლებამოსილ პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – დაქირავებით მომუშავე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რაც დოკუმენტის/წერილის ჩაბარებად ითვლება. დოკუმენტის/წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. ადრესატის იურიდიულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის/წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში, თუ უკან დაბრუნების მიზეზია საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე ადრესატის იურიდიული მისამართის შეცვლა, მაშინ დოკუმენტის/წერილის უკან დაბრუნება ჩაითვლება ჩაბარებად, ხოლო უკან დაბრუნების დღე – ჩაბარების დღედ.“.

8. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

9. 61-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-6 და   მე-7 ნაწილები.“.

10. 66-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, გადასახადის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადებში, ხოლო სხვა შემთხვევაში (მათ შორის, დამატებით დარიცხული და გადასახდელი თანხებისა) – გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.“.

11. 70-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშებზე (მათ შორის, სავალუტო ანგარიშებზე) ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან/და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახადის ჩარიცხვის თაობაზე. თუ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ანგარიშებზე (მათ შორის, სავალუტო ანგარიშებზე) არ გააჩნია ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან/და საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად, არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ეროვნულ ვალუტაში ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს უცხოური სავალუტო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ბანკი ახორციელებს ამ ანგარიშზე არსებული თანხის კონვერტაციას ეროვნულ ვალუტაში.“;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

12. IX თავი ამოღებულ იქნეს.

13. მე-80 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საგადასახადო მოთხოვნა“ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

14. 82-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანომ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 3 თვის ვადაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

15. 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გაკოტრების საქმის წარმოებისას ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების მიმართ გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით.“.

16. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 841 მუხლი:

     „მუხლი 841. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე, რომელსაც უნდა ერთოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (გადასახდელი გადასახადის ან/და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია.

2. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) საგადასახადო ორგანო, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 250 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 6 თვეს;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს.

3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ვალდებულებების დაფარვაზე იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება დაფარვის გრაფიკი და სხვა პირობები.

4. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისას ან/და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება.

5. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება შეჩერდეს, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო;

ბ) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად.

7. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება.

8. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან.

9. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება:

ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს;

გ) თუ გადასახადის გადამხდელი დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

10. გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით გადასცემს გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების ასლი ამავე ვადაში ეგზავნება საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

11. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

17. 85-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომლის დენაც ჩერდება:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში;

ბ) საწარმოს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში;

გ) საგადასახადო დავის მიმდინარეობისას.“;

ბ) მე-8 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) საგადასახადო ორგანოების მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში.“;

გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ ქონების გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გააუქმოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ საგადასახადო ორგანო ქონების სანაცვლოდ მიიღებს ამონაგებ თანხას ან თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია.“;

დ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:

„11. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გასცემს ცნობას ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ.“.

18. 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პირის დავალდებულებას, რომ მან „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში უშუალოდ საგადასახადო ორგანოს გადაუხადოს მასში აღნიშნული თანხა ან გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება;“.

19. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 87. ქონებაზე ყადაღის დადება

1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა და იმ ქონებისა, რომელიც სხვა პირის საკუთრებაა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის, ქონებაზე ყადაღის დადება არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონების აღწერა (მხოლოდ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ფარგლებში), ამ ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვას, მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენებას (გარდა რეალიზაციისათვის გათვალისწინებული საქონლისა), და სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შესანახად გადაცემას. ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არა აქვს ამ ქონების გადაცემის, გაყიდვის, გაქირავების, იჯარით გადაცემის ან სხვა სახით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

3. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ძალაში შედის მოვალისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

4. ნივთზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო დაუყოვნებლივ უგზავნის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

5. საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაავალდებულოს გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სხვებისგან ეკუთვნის. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორესა და სისრულეს. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში იგი ვალდებულია არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარმოდგენილი ქონების ნუსხა და საგადასახადო ორგანოს მისცეს ახალი გარანტია.

7. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში.

8. ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ აქტის შედგენას;

გ) მოვალის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება და განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა);

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის შეფასება და მთელი ქონების ღირებულება;

ვ) საგანი ან/და სადგომი, რომელიც დაილუქა, და მასზე დადებული ლუქების რაოდენობა და აღწერილობა;

ზ) იმ პირის დასახელება, რომელსაც შესანახად გადაეცა ქონება, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

თ) რომ მოვალესა და ქონების შემნახველს განემარტათ მათი მოვალეობა ქონების შენახვის თაობაზე და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ საგადასახადო ორგანოს მოქმედებათა გასაჩივრების წესი;

კ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის ან/და მოვალის შენიშვნები.

9. ფასიან ქაღალდებს ან/და ფასიან ნივთებს შესანახად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიღებს საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ეს ნივთები მოვალესთან რჩება, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.

10. ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი თქვეს აქტის ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

11. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებებს, ქონება შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში, მაგრამ გაკეთდება სათანადო აღნიშვნა.

12. ყადაღადადებულ ნივთებს აფასებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი. თუ ყადაღადადებული ქონების შეფასებისას საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ვერ შეაფასებს ცალკეულ საგნებს, მოიწვევა ექსპერტი ან აუდიტი.

13. თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება (მათ შორის, დეკლარაციების წარდგენისათვის თავის არიდებით), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება, მას უფლება აქვს დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა მოვალის ქონებას საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვის თაობაზე (თუ მოვალეს აქვს შესაბამისი ქონება) ან/და ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ (თუ მოვალეს არა აქვს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთი ქონება ან მისი ღირებულება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად). სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს განჩინებას ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.

14. საგადასახადო ორგანომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი მალავს ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად;

ბ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ ქმედებას დავალიანების დაფარვის მიზნით;

გ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ცდილობს გამოცხადდეს გაკოტრებულად;

დ) არსებობს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ნამდვილი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გასხვისების რეალური საშიშროება, რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას;

ე) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ერიცხება ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საკუთრებაში აქვს 10 000 ლარზე მეტი და არ ფარავს დავალიანებას.

15. ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

16. მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება:

ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ან გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;

გ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია;

დ) ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

20. 88-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონზე. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 კალენდარული დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) ქონების მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);

გ) გასაყიდი ქონების დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);

დ) ქონების საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების (აღწერის) აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის შეფასებითი ღირებულებაა;

ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ ქონებაზე, ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

ვ) აუქციონის პირობები.“;

ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით.“.

21. 89-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებას მისი შესრულებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღეში, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა), საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტებში.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება შეიძლება შეჩერდეს:

ა) ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო თანხის მოცულობის ფარგლებში;

ბ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია.“.

22. 95-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, რომლის მიხედვით, მისი შემოსავლები, ხარჯები და საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით ნულის ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.“;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. ფიზიკურ პირს (სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს (გარდა ამ კოდექსის 217-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), უფლება აქვს არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. ამ შემთხვევაში მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.“.

23. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 96. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება

თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წლიური საშემოსავლო, ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე და გადაიხდის იმ დროისათვის მოსალოდნელ გადასახადსაც, დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 3 თვით. ამ მუხლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოქმედებს გადასახადის გადახდის დროზე და არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვას.“.

24. 99-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უკვე შემოწმებული პერიოდის გადასახადებზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.“.

25. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 103. საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა

1. ბანკი ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ან/და სხვა ანგარიში მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის გახსნისას ან დახურვისას (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომლის მიერ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია წარუდგინა ბანკს);

გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელისათვის აღნიშნული ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები;

დ) გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვადისა და პირობების დაცვით, აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების პირველად გახსნილი ანგარიშის ან ყველა ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ასეთ პირველად გახსნილ ანგარიშზე გამოწერილი საინკასო დავალება ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ აღნიშნული პირების ყველა ანგარიშზე.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით, მაშინ მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად, შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის მიღება და/ან გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი ბეჭდით დამოწმება.“.

26. 108-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).“.

27. 113-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთხელ, რის თაობაზედაც გადასახადის გადამხდელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა, ხოლო შემოწმება უნდა დაიწყოს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში დასაბუთებული მიზეზებით შეუძლებელი ხდება შემოწმების დაწყება, შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე ეცნობება გადამხდელს. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველი და საგანი, ასევე შემოწმების ჩატარების სავარაუდო დრო.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციას უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 1 თვით. საჭიროების შემთხვევაში შემოწმების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვით იმ საწარმოში, რომლის ერთობლივი შემოსავალი წინა 3 კალენდარული წლიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც აღემატებოდა 20 მილიონ ლარს.“.

28. 124-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ დადგინდა, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციის დებულებები ეწინააღმდეგება ამ კოდექსის დებულებებს და გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა ასეთი ინსტრუქციის დებულებებით, რაც ამ კოდექსის თანახმად იწვევს სანქციის დაკისრებას, მაშინ მის მიმართ აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება.“.

29. 127-ე მუხლის:

ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით.

ბრძანება უნდა შეიცავდეს:

ა) ბრძანების გამომცემი საგადასახადო ინსპექციის დასახელებას;

ბ) საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და ხელმოწერას;

გ) ბრძანების გამოცემის თარიღსა და ადგილს;

დ) საგადასახადო ინსპექციის სარეგისტრაციო ნომერს;

ე) თუ სანქცია გამოიყენება – საგადასახადო კანონმდებლობის ნორმას, რომლის საფუძველზედაც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ოქმში არასწორად არის მითითებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიყენება სანქცია, ბრძანებაში უნდა აისახოს შესაბამისი ნორმები და მათ საფუძველზე გაანგარიშებული თანხები (თუ აუცილებელია თანხის კორექტირება);

ვ) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას;

ზ) თუ სანქცია გამოიყენება – გამოსაყენებელი სანქციის ოდენობას;

თ) მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს;

ი) თუ სანქცია არ გამოიყენება – სანქციის გამოუყენებლობის დასაბუთებას.“;

ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე საგადასახადო ინსპექცია აქტის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით.“.

30. 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადამხდელი გადაიხდის გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილს, გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე.“.

31. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელფასის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის (ასეთ პირებს შორის თანამდებობით (რანგით) ყველაზე მაღლა მდგომის, მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მიერ ხელფასიდან დასაკავებელი ან/და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლობა ან/და ბიუჯეტში გადახდის მოვალეობის შეუსრულებლობა, –

იწვევს დაჯარიმებას მინიმალური ხელფასის ორმოცდაათმაგი ოდენობით.“.

32. 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 137. საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა

1. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა, ასევე არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენაზე უარის თქმა, აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის თავის არიდება, –

იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონების ნუსხის გონივრულ ვადაში წარუდგენლობა ან არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენა, თუ ასეთი წარუდგენელი ან არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენილი ქონების ღირებულება აღემატება მთელი ქონების 5%-ს, –

იწვევს დაჯარიმებას წარუდგენელი ან არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენილი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო დავალიანების ორმაგი ოდენობისა.“.

33. 139-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 ან/და მე-10 ნაწილით/ნაწილებით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 ან/და მე-10 ნაწილით/ნაწილებით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 500 ლარის ოდენობით.“.

34. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 141. გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების შესრულების ვადის დარღვევა

1. საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –

იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის    0,15%-ის ოდენობით ყოველი დაგვიანებული კალენდარული დღისათვის, რომელიც ექვემდებარებოდა საინკასო/საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას.

2. საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, კერძოდ, სხვა მიმართულებით ფულადი სახსრების გადარიცხვა, –

იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო/საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა.“.

35. 142-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის საბანკო ანგარიშების გახსნა იმ დოკუმენტების წარდგენის გარეშე, რომლებითაც დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირებისა, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას), აგრეთვე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისათვის სხვა ანგარიშის გახსნა, –

იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე შესრულებული გასავლის ოპერაციების თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ანგარიშების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის (შეტყობინების) წარდგენამდე ან მისი წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გასავლის წარმოება, –

იწვევს დაჯარიმებას გასავლის ოპერაციის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.“;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ გადამხდელი წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, იგი ვალდებულია ბანკის ამ მოქმედების შედეგად გადამხდელისათვის დაკისრებული საურავი იმავე ოდენობით დაარიცხოს ბანკს. ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება.“.

36. 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეურნეო ოპერაციის დამთავრებიდან (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მიღების, შენახვის ან მიწოდების ყველა ეტაპზე) არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა, საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ან/და სასაქონლო ზედნადების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოვლენის შემთხვევაში, ხოლო სხვა ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას – საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოვლენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/სხვა ვალდებულ პირს გადახდება შესაბამისად საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ან/და სასაქონლო ზედნადების გარეშე ან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება საბაზრო ფასებით დღგ-ის გარეშე (ხოლო აქციზის გადამხდელს/სხვა ვალდებულ პირს – აქციზისა და დღგ-ის გარეშე). აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე არსებობს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.“.

37. 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდი უნდა დაინომროს და საჩივრის ბოლოში, ხელის მოწერამდე სიტყვიერად უნდა მიეთითოს შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა.

4. მოდავე მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდზე.“.

38. 157-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში), აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება (ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში), გაასაჩივროს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლები და დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში;

ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).“.

39. 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ და ვადის თითოეული გაგრძელებისას – არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.“.

40. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 167. გადასახადის განაკვეთი

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 25%-ით.“.

41. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) 2008 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირისათვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა მის ან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა და „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

42. 171-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15%-ით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

43. 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საშუალო საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა;“.

44. 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არასამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;“.

45. 181-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ საეჭვო ვალების რეზერვების შექმნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.

46. XXVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან“.

47. 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 4%-ით. აღნიშნული განაკვეთით იბეგრება აგრეთვე არარეზიდენტების მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავლები და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი;“.

48. 204-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ბანკები სესხებზე დარიცხული პროცენტების შემოსავლად აღიარებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.

49. 217-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ფიზიკური პირები ვალდებული არიან აწარმოონ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა. ამასთანავე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ფიზიკურ პირებს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა არ ევალებათ.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სალიკვიდაციო კომისია ან გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საგადასახადო ორგანოს. იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირი ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარადგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ.“;

დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა უძრავი ნივთის ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა), მარეგისტრირებელი ორგანო მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ვალდებულია ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგების და გადასახადის გადახდის ვალდებულების, აგრეთვე მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე.“.

50. 218-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელიც ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს;“;

ბ) მე-3 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შემოსავლის მიმღებ პირს, მისი მოთხოვნისამებრ, გაუგზავნოს ცნობა ამ პირის სარეგისტრაციო ნომრის, მისი დასახელების ან გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო წლისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის, ამავე ნაწილის მიხედვით განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით დეკლარაცია წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.“.

51. 219-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) არანაკლებ 50%-ით მცირდება გასული საგადასახადო წლის შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადამდე, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი ნაწილით, 15 კალენდარული დღით ადრე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50%-ით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.“.

52. 220-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მაგრამ ახორციელებს საქონლის დასაბეგრ იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე.“.

53. 221-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან/და იმპორტს (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან/და მიწოდებისა), იგი უნდა გატარდეს რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე;“;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეორგანიზაციისას, თუ პირი ან რეორგანიზაციის ერთი მხარე მაინც არის  დღგ-ის გადამხდელი, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

6. საწარმოს საწესდებო (საემისიო) კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“.

54. 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, გადასახადის გადამხდელად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არა უგვიანეს ამ კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული ვადებისა.“.

55. 223-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირი გაატაროს დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში და მისცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“.

56. 225-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 2411 მუხლის მიხედვით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბრუნავი (მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში, გარდა საცალო ვაჭრობისა, სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით, რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს. თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა, იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

57. 226-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ.“.

58. 228-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციისას დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე;“.

59. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ლ“, „მ“, „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) იმ საქონლის იმპორტი ან დროებით შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი; პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებით შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; გემების და საჰაერო საფრენი საშუალებების დროებით შემოტანა; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა; საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შემოტანა;“;

გ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 8802 11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00, 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული საქონლის ან/და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით მათთვის (სამოქალაქო ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი.“.

60. 231-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, საქონლის ექსპორტის მიმართ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვების შესახებ.“.

61. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2371 მუხლი:

     „მუხლი 2371. უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის/მომსახურების მიწოდების დაბეგვრა

1. საქართველოს საქონლის მიწოდება უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.

2. უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდება, აგრეთვე კვების მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.

62. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2411 მუხლი:

     „მუხლი 2411. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრა

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება დღგ-ის იმ თანხის 3%, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს.

2. საბაჟო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცემს საბაჟო ორგანოში დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად.“.

63. 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ არის წარმოდგენილი მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა, ამასთანავე, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის პერიოდი იწურება შესაბამის თვეში დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის ვადამდე, – მაშინ არა უგვიანეს აღნიშნული ვადისა.“.

64. 253-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ახორციელებს აქციზური საქონლის დროებით შემოტანას საქართველოში – თავის მიერ განხორციელებულ დროებით შემოტანაზე.“.

65. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 2551 მუხლის მიხედვით.“.

66. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2551 მუხლი:

     „მუხლი 2551. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრა

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება აქციზის იმ თანხის 3%, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს.

2. საბაჟო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცემს საბაჟო ორგანოში დარიცხული აქციზის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად.“.

67. 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული);

ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვების შესახებ.“.

68. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2591 მუხლი:

     „მუხლი 2591. უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდების დაბეგვრა

საქართველოს საქონლის მიწოდება უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის იბეგრება აქციზის ნულოვანი განაკვეთით.“.

69. 263-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელებამდე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას ექვემდებარება:

ა) ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს (გარდა 50 გრამისა და მასზე ნაკლები ტევადობის და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისას);

ბ) თამბაქოს ნაწარმი (გარდა მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოსი, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 200 ღერამდე სიგარეტის იმპორტისა).

2. აკრძალულია:

ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელება;

ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლიანი სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინისა) საცალო ქსელში მიწოდება.“.

70. 265-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა.“.

71. XII კარი ამოღებულ იქნეს.

72. 2705 მუხლის:

ა) „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:

„რ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა;

ს) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციები საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისა, იმპორტისა და დროებითი შემოტანისა), აგრეთვე უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება.“.

73. 281-ე მუხლის:

ა) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. 2009 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდნენ ფიზიკური პირები ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე. ამასთანავე, ამ ობიექტებზე, თუ ისინი გამოყენებულია დამქირავებლის (მოიჯარის) მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება ეკისრება დამქირავებელს (მოიჯარეს) ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი განაკვეთით.“;

ბ) მე-20 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე, 22-ე და 23-ე ნაწილები:

„21. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას შეუწყდეთ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე დარიცხულ სანქციებზე და საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნულ დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.

22. ამ კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება იმ გადასახადის გადამხდელს (თუ გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ მის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება), თუ მისთვის არსებობს ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობა:

ა) საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში;

ბ) გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;

გ) იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან.

23. 2011 წლამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავალზე (მათ შორის, გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემულ ანაზღაურებაზე და საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულ ანაზღაურებაზე) შეადგენს 12%-ს, გარდა:

ა) დაქირავებული ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) მეწარმე ფიზიკური პირის ან/და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირის (ამ კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად) მიერ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა;

გ) ფიზიკური პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა, საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან მეწარმე ფიზიკური პირისათვის მომსახურების გაწევით მიღებული საზღაურისა ან სარგებლისა;

დ) ამ კოდექსის 195-ე, 196-ე და 197-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-6 და მე-8 ნაწილებისა, მე-20 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 23-ე, 31-ე, მე-40, 41-ე, 42-ე, 71-ე და 74-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

    მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, 23-ე, 31-ე, მე-40, 41-ე, 42-ე, 71-ე და 74-ე ნაწილები ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 4

ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილი და მე-20 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშების გახსნის წესის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

    მუხლი 5

ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 ნაწილი ამოქმედდეს სპეციალური ფორმის განსაზღვრის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5280–რს