საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110523028, 30/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016125
  • Word
88/ნ
19/05/2011
ვებგვერდი, 110523028, 30/05/2011
040030000.22.022.016125
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 88/

2011 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის №185 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №210 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ ”საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №274 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №278 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ”საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №306 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №220 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 მაისის №355 ბრძანება.

2). საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 მაისის №358 ბრძანება.

3). საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №377 ბრძანება.

4). საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეფუტკრეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის № 376 ბრძანება.

5). საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის № 375 ბრძანება.

6). საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის № 371 ბრძანება.

7) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის № 370 ბრძანება.

8) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №411 ბრძანება.

9) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №410 ბრძანება.

10) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №408 ბრძანება.

11) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №407 ბრძანება.

12) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №405 ბრძანება.

13) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №404 ბრძანება.

14) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №402 ბრძანება.

15) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის №442 ბრძანება.

16) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №479 ბრძანება.

17) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პოლიტოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №478 ბრძანება.

18) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №501 ბრძანება.

19) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ რჩეულიშვილის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №540 ბრძანება.

20) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №539 ბრძანება.

21) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №538 ბრძანება.

22) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის №555 ბრძანება.

23) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის №554 ბრძანება.

24) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის №552 ბრძანება.

25) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №734 ბრძანება.

26) საჯარო სამართლის იურიდიული პირის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 19 სექტემბრის №846 ბრძანება.

27) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 19 სექტემბრის №845 ბრძანება.

28) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანება.

29) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №960 ბრძანება.

30) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №957 ბრძანება.

31) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №979 ბრძანება.

32). „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრის №1010 ბრძანება.

33) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №73 ბრძანება.

34) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №70 ბრძანება.

35) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №69 ბრძანება.

36) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №66 ბრძანება.

37) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კვების მრეწველობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის №125 ბრძანება.

38) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №158 ბრძანება.

39) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 7 მარტის №203 ბრძანება.

40) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 13 მარტის №220 ბრძანება.

41) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 14 აპრილის №328 ბრძანება.

42) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 17 აპრილის №349 ბრძანება.

43) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის №409 ბრძანება.

44) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბიოტექნოლოგიის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №71 ბრძანება.

45)„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №406 ბრძანება.

46) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს №576 ბრძანება.

47) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №369 ბრძანება.

48) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ  „ტალღას” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 19 სექტემბრის №847 ბრძანება.

49) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ  „ტექინფორმის” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 სექტემბრის №843 ბრძანება.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. შაშკინი