,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110523023, 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016059
  • Word
26
20/05/2011
ვებგვერდი, 110523023, 27/05/2011
010260050.35.148.016059
,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2011 წლის  20 მაისი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში (სსმ, 13.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:

ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 000-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისისტაციონალური და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;

ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 000-მდე სარეიტინგო ქულა საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება თუ არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი არა უმეტეს 500 ლარისა;

გ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულა – საკეისრო ოპერაციების, სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ასევე განისაზღვროს ფიზიოლოგიური მშობიარობის დაფინანსება არა უმეტეს 500 ლარისა“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მარჩენალდაკარგული ან მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი, რომელიც საჭიროებს მომვლელს, თვეში 10 ლარის ოდენობით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის ინვალიდებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებს მომვლელს, თვეში 10 ლარის ოდენობით“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)“.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისათვის:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“„ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს ფაშიზმზე გამრჯვების დღის 9 მაისისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.

4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ;

ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;

 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების საფასურის თანადაფინანსება

1. თანადაფინანსებას მიიღებს ყველა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვი (შესაბამისი საბუთების წამოდგენის შემთხვევაში) რომელიც დადის გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღში.

2. მშობლების შენატანის თანადაფინანსების განსახორციელებლად საბავშვო ბაღებმა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სია და შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებით ბარათთან ერთად.

3. სიას დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბავშვის დევნილობის მოწმობა;

ბ) მშობლის დევნილობის მოწმობა;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ.

4.  თანადაფინანსება განისაზღვრება დევნილი ბავშვების სიის დაზუსტების შემდეგ, ქალაქის ბაგა-ბაღებში თვეში 15 ლარით, ხოლო სოფლებში თვეში 10 ლარით თითოეულ ბავშვზე“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                              თ. ხაჩიური