„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110523019, 24/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016191
  • Word
302
23/05/2011
ვებგვერდი, 110523019, 24/05/2011
230210000.22.033.016191
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 302

2011 წლი 23 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ  ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ა”, ,,დ.ბ”, ,,დ.გ”, ,,დ.ვ”, ,,დ.ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.დ” და ,,დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;

დ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას.”.

2. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საფოსტო გზავნილით ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც ფიზიკური პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც ფიზიკური პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;”.

3. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-10 პუნქტები:

,,6. გამარტივებული დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.

7. გამარტივებულ დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

8. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გამარტივებულ დეკლარაციას უნდა დაერთოს:

ა) გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის გაფორმების შემთხვევისა;

ბ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები (საჭიროების შემთხვევაში);

დ) სატრანსპორტო დოკუმენტი (ზედდებული) ან მისი ასლი;

ე) წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარირების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში).

9. გამარტივებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

10. გამარტივებული დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.”.

4. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა;”.

5. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

,,მუხლი 38 1 . ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით (დანართი IX–03).

2. ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია ივსება პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო პორტალის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ,,ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.

4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს.

5. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს.”.

6. ინსტრუქციის ,,ფიზიკური პირის დეკლარაცია” (დანართი №IX–01) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. ინსტრუქციას ,,დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხის” (დანართი №IX-02) შემდეგ დაემატოს ,,ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია” (დანართი №IX–03) თანდართული რედაქციით.

8. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ფიზიკური პირის მიერ პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენით;”.

9. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია:

ა) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;

ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;

გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე.”.   

10. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 89. გამარტივებული პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც ავტომატურად იძენენ „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს

1. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს ავტომატურად (ინდივიდური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე), მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისათვის, იძენს:

ა) ფიზიკური პირი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;

ბ) პირი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;

გ) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით (ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის გარდა) გაფორმებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით (ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის გარდა) გაფორმებისას, იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.”.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

დანართი IX-01

ფიზიკური პირის დეკლარაცია

 

I . გადაადგილების მიზანი

1. საქართველოში შემოსვლა

2. ტრანზიტი

3. საქართველოდან გასვლა

 

II . ინფორმაცია პირის შესახებ

1. სახელი

2. გვარი

3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................

4. მოქალაქეობა.....................................................................

5. სამგზავრო დოკუმენტის .......................... პირადი ..................................

6. დაბადების თარიღი .................................................................................

7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................

8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................

9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული

10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული

 

III . ინფორმაცია საქონლის შესახებ

1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:

ა) ნაღდი ფული (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში

 დიახ               არა

ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა

 დიახ               არა

გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება

 დიახ               არა

დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში

 დიახ               არა

ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი

 დიახ               არა

ვ) მცენარე და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი

 დიახ               არა

ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება

 დიახ               არა

თ) რადიოაქტიური მასალა

 დიახ               არა

ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი

 დიახ               არა

კ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)

 დიახ

ლ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი

 დიახ არა

2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–“თ” ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:

 

საქონლის დასახელება

რაოდენობა (კგ., ცალი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.

4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ან წარადგინოთ გამარტივებული დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით.

5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”.

 

თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი

 

ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................

 

პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა ........................ ბ.ა.

 

(მეორე გვერდი)

 

მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! !

 

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. პორტალის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, პორტალის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. პორტალის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერია – 077.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.

3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:

ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;

დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:

ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საწყობში ან ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან

ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სასაქონლო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.

6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით.

 

  


დანართი IX–03

ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია

მე, -------------------------------------------------------             ----------- ----- -----------------------  

(სახელი, გვარი)                                                                       (პირადი ნომერი)

 

ვაცხადებ,  რომ ჩემ მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის

           საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––

           საერთო ღირებულებაა  ––––––––––––––––––

 

ჩემ მიერ შემოტანილი საქონლის საერთო რაოდენობაში შედის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების         თაობაზე, რაც გამოიხატება:

შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა ;

საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით დამალული საქონლის ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა ან ამ საქონლის ჩამორთმევით ან/და საზღვრის გადაკვეთის უფლების 1 - წლიანი შეზღუდვით .

ხელს ვაწერ -------------------

დეკლარაციის მიღების თარიღი  -------------- 20 - -- - წელი

დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -----------------  ბ.ა.

იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: ---------------------------------

 

დღგ: ---------------------------------

                                                   

სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------

 

გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: ---------------------------------