დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 10/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.11.114.004759 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2001 - 25/12/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.759
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №253
2001 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 2 ნოემბრის №475 ბრძანებულების ”საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ” შესაბამისად, აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართისა (№1).
2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცეს კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.
3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.
4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურომ თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოოს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.
5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):
– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურის საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.
– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.
– 2001 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.
6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
მ. მაჭავარიანი
დანართი №1
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა თანამდებობათა მიხედვით
(ლარებში)
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო თვეში | პრემიის ოდენობა |
| 1 | ბიუროს უფროსი | 140 | 600 |
| 2 | ბიუროს უფროსის მოადგილე | 126 | 550 |
| 3 | მთ. ბუღალტერი | 90 | 500 |
| 4 | სამმართველოს უფროსი | 90 | 500 |
| 5 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 81 | 480 |
| 6 | განყოფილების უფროსი | 60 | 450 |
| 7 | მთ. ინსპექტორი | 41 | 390 |
| 8 | უფროსი ინსპექტორი | 38 | 340 |
| 9 | ინსპექტორი | 37 | 310 |
| 10 | მთ. სპეციალისტი | 41 | 390 |
| 11 | უფროსი სპეციალისტი | 38 | 340 |
| 12 | სპეციალისტი | 37 | 310 |
| 13 | ოპერატორი | 21 | 200 |
| 14 | მძღოლი | 22 | 250 |
| 15 | დამლაგებელი | 20 | 100 |
| 16 | დარაჯი | 21 | 100 |
| სულ |
|
| |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები