დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 10/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.11.114.004758 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2001 - 25/12/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.758
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №252
2001 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ოქტომბრის №447 ბრძანებულების “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ” შესაბამისად, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართისა (№1).
2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცეს კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური პრემიის ხუთმაგი ოდენობით.
3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.
4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოოს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.
5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):
– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურის საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.
– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.
– მ/წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.
6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
მ. მაჭავარიანი
დანართი №1
საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა თანამდებობათა მიხედვით
(ლარებში)
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო თვეში | პრემიის ოდენობა |
| 1 | ინსპექციის უფროსი | 140 | 600 |
| 2 | ინსპექციის Iუფროსის მოადგილე | 130 | 570 |
| 3 | ინსპექციის უფროსის მოადგილე | 126 | 550 |
| 4 | მთ. ბუღალტერი | 90.75 | 500 |
| 5 | სამმართველოს უფროსი | 90.75 | 500 |
| 6 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 81.67 | 480 |
| 7 | ინსპექციის უფროსის აპარატის უფროსი | 60 | 450 |
| 8 | განყოფილების უფროსი | 60 | 450 |
| 9 | თანაშემწე | 47 | 310 |
| 10 | მთ. ინსპექტორი | 41 | 390 |
| 11 | წამყვანი ინსპექტორი | 39 | 370 |
| 12 | უფროსი ინსპექტორი | 38 | 340 |
| 13 | ინსპექტორი | 37 | 310 |
| 14 | მთ. სპეციალისტი | 41 | 390 |
| 15 | სექტ. ბელმძღვანელი რაიონებში | 41 | 430 |
| 16 | საქმეთა მმართველობის უფროსი | 60 | 400 |
| 17 | საქმის მწარმოებელი | 21 | 200 |
| 18 | ხელმძღვანელის მდივანი | 21 | 250 |
| 19 | უფროსი ინჟინერი | 38 | 250 |
| 20 | ტექნიკოსი | 24 | 220 |
| 21 | ოპერატორი | 21 | 250 |
| 22 | მბეჭდავ- მემანქანე | 20 | 200 |
| 23 | მძღოლი | 22 | 250 |
| სულ |
|
| |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები