საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 10/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.114.004755
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
249
27/04/2001
სსმ, 50, 10/05/2001
200250000.11.114.004755
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/05/2001 - 25/12/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.755

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება 249

2001 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №499 ბრძანებულების ”საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” შესაბამისად, მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართებისა (№1,2).

2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეთ აღნიშნულ სამსახურებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცენ კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე  და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის  რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოონ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):

– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურების საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

– მ/წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი

დანართი №1

მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა  თანამდებობათა მიხედვით

                                                                                           (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

400

2

ინსპექციის უფროსის მოადგილე

370

3

განყოფილების უფროსი

340

4

მთ.სპეციალისტი

300

5

მთ. ბუღალტერი

340

6

მთ. ინსპექტორი

300

7

უფროსი ინსპექტორი

270

8

ინსპექტორი

250

9

კადრების ინსპექტორი

250

10

საქმის მწარმოებელი

150

11

მდივან-რეფერეტი

130

12

მძღოლი

150

13

ოპერატორი

150

14

დამლაგებელი

100

                     სულ

 

დანართი №2

ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა  თანამდებობათა მიხედვით

 

                                                                                                       (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

200

2

უფროსი ინსპექტორი

150

3

ინსპექტორი

120

4

ბუღალტერი

80

                        სულ