დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110523008, 23/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016129 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 60
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებული დებულების :
1. მე -2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი7“ ქვეპუნქტი:
„ი7 ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისი მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სააგენტოს სახელზე შედგენილი განცხადებების მიღება და სააგენტოსათვის მიწოდება ;“ .
2. მე -2 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1 “, „ე2 “, „ვ”, „ზ2 “, „ი“-„ი2 “, „ი6 “, „ი7“ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“ .
3. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ამ დებულების მე-2 მ უხლის 11, 21, მე -4 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი7 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით და ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიღებას ახორციელებს ნებისმიერი სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ . ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები