დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110523007, 23/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016128 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 59
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების:
1. მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი:
„ჟ2 ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისი მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდება ან მათი უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა ;“.
2. მე -7 მუხლის 22 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:
„ა2 ) ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისი მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადებას და გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის წარდგენას ;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ . ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები