დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110523003, 23/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.110.016052 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2011 წლის 17 მაისი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ “ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 18 დადგენილებაში „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ “, კერძოდ:
შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის
კარგ მიწაზე – 77 ლარი;
მწირ მიწაზე – 61 ლარი;
ბ) საკარმიდამო მიწებისათვის
კარგ მიწაზე – 77 ლარი;
მწირ მიწაზე – 61 ლარი;
გ) სათიბებისათვის – 18 ლარი;
დ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 20 ლარი ;
ე) საძოვრებისათვის – 15 ლარი;
ვ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 16 ლარი.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები