„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის N107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01-22/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110523001, 23/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016071
  • Word
01-22/ნ
20/05/2011
ვებგვერდი, 110523001, 23/05/2011
040030000.22.035.016071
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის N107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის

ბრძანება №01-22/ნ

2011 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებით (სსმ 29.03.2007, №42 მუხ.487) დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4. ცენტრის გენერალურ დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.”

 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                      დ. ლომიძე