ურთიერთგაგების მემორანდუმი ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 14/08/2006
ძალაში შესვლის თარიღი 24/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000582
  • Word
-
24/11/2005
სსმ, 1, 14/08/2006
480610000.03.030.000582
ურთიერთგაგების მემორანდუმი ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ანიჭებენ რა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის დამყარებასა და განვითარებს,

აღიარებენ, რა ორივე მხარის ინტერესს ხელი შეუწყონ იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებას, ეყრდნობიან რა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით (შემდგომი – მემორანდუმი), მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენენ იუსტიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებ.

    მუხლი 2

თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის მხარეები ითანამშრომლებენ იუსტიციის სფეროში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) მოქალაქეობა;

ბ) პირადი მონაცემების დაცვა;

გ) ინფორმაციის გამჭვირვალობა და ელექტრონული დოკუმენტების კონტროლი;

დ) სახელმწიფო რეესტრი;

ე) საკადასტრო საკითხები;

ვ) სასამართლო ექსპერტიზა;

ზ) პენიტენციური სისტემა;

თ) გამოცდილების გაზიარება ეროვნული კანონმდებლობის ევროპის კავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის დარგში

    მუხლი 3

მხარეთა თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) იუსტიციის სისტემების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების ურთიერთგაცნობა, ასევე ოფიციალური დელეგაციებისა და ექსპერტების გაცვლა;

ბ) სამართლის სფეროში სამართლებრივი ლიტერატურის, პუბლიკაციებისა და სხვა ინფორმაცის გაცვლა;

გ) სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების, საკანონმდებლო მეთოდების, პოლიტიკური ფორმულირებების გაცვლა;

დ) სემინარების, ლექციების, პრაქტიკული ტრეინინგების და სხვა მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებისა და იუსტიციის სამინისტროების ადმინისტრაციული შესაძლებლობების დახვეწის მიზნით;

ე) ტრეინინგისა და ექსპერტიზის ცენტრებთან, ისევე როგორც მხარეთა იუსტიციის სისტემის სხვა ეროვნულ/ რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.

    მუხლი 4

მემორანდუმი არ ზღუდავს თანამშრომლობის სახეებსა და ფარგლებს. მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა საკითხებში ორმხრივი ინტერესების შესაბამისად.

    მუხლი 5

1. თანამშრომლობის ფარგლებში, წერილობითი შეთანხმებების დადებით, მხარეები ცალკე შეათანხმებენ თითოეული ღონისძიების დეტალებს, მათ შორის თანამშრომლობის ფარგლებს, ენას, ფინანსურ, ადმინისტრაციულ და ა.შ. საკითხებს.

2. ერთობლივი ღონისძიებების დაფინანსებისას მხარეები იცავენ პრინციპს, რომლის თანახმად ორგანიზაციულ ხარჯებს ფარავს მიმღები მხარე, ხოლო მგზავრობის ხარჯებს – გამგზავნი მხარე.

    მუხლი 6

1. მემორანდუმი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია მოახდინოს მემორანდუმის დენონსაცია მეორე მხარისათვის სამი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. მემორანდუმის დენონსაციის შემთხვევაში შეუსრულებელ ვალდებულებებს, მოთხოვნებს, უთანხმოებებს და სხვა საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გზით.

    მუხლი 7

მემორანდუმში შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილებებისა და დამატების შეტანა მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ორმხრივი ხელმოწერის დღიდან.

    მუხლი 8

მემორანდუმი ძალაში შედის ორმხრივი ხელმოწერის დღიდან.

მემორანდუმი ხელმოწერილია ქ. თბილისში 2006 წელს ორ პირად, თითოეული ლატვიურ, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მემორანდუმის ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით

ლატვიის რესპუბლიკის სახელით იუსტიციის სამინისტროს