ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110520003, 23/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016121
  • Word
84/ნ
19/05/2011
ვებგვერდი, 110520003, 23/05/2011
430050000.22.022.016121
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  84/

2011 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 61 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დადგინდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) 2001 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში ცენტრი) ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2011 წლის 1 ივლისამდე;

ბ) 2005 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე;

გ) 2010 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2012 წლის 1 იანვრამდე;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა და 2010 წლიდან ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2015 წლის 1 ივლისამდე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი