„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110520001, 20/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016189
  • Word
295
19/05/2011
ვებგვერდი, 110520001, 20/05/2011
200090000.22.033.016189
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 295

2011 წლი 19 მაისი

ქ. თბილისი

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების , სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის , საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების , სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :

მუხლი 1.მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების , სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის , საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების , სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 67-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ დოკუმენტაციას შემოსავლების სამსახური განიხილავს ერთი თვის ვადაში.

2. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მასალები ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 28 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კ. ბაინდურაშვილი