,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 17/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.240
  • Word
106
15/06/2005
სსმ, 74, 17/06/2005
010.240.030.10.003.000.240
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს:

ა) მე-3 მუხლის „ჰ.დ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

გ) მე-13 მუხლი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დადგენილების ძალაში შესვლიდან 45 დღეში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაცია.

3. ამ დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს მისი ძალაში შესვლიდან 45-ე დღეს.

4. დადგენილება ძალაშია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი